Tuesday, April 28, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ადვოკატი ცდილობს დაამტკიცოს, თითქოს ნია იმნაძეს აქვს ფსიქოლოგიური პრობლემები” – მოკლული მასწავლებლის დედა

April 28, 2026
მოკლული მასწავლებლის გიგა ვალიანის დედა საქმის “ახალ ფიგურანტს” ასახელებს

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმე – მოკლული მასწავლებლის დედა, ეკა კუპატაძე ამბობს, რომ სავარაუდოდ, დღეს ჩიქოვანი-ნასყიდაშვილის სასამართლო პროცესზე პოზიციის დაფიქსირება მოუწევს, ვინაიდან, ნია იმნაძე, რომელიც წესით დღეს სასამართლოზე უნდა დაიკითხოს, მისი ვარაუდით სხდომაზე არ მივა.

მისი ადვოკატი ცდილობს დაამტკიცოს, თითქოს ნია იმნაძეს აქვს ფსიქოლოგიური პრობლემები და შესაძლოა სასამართლო პროცესზე გაუსკდეს გული, ან მოკლან კუპატაძე-ავალიანებმა – წერს ეკა კუპატაძე.

კუპატაძე აფრთხილებს მედიკოსებს, რომ ყალბი ცნობის გაცემის შემთხვევაში, კანონის მთელი სიმკაცრით აგებენ პასუხს.

“სავარაუდოდ, დღეს — 28 აპრილს, 16:00სთ-ზე, მომიწევს ჩიქოვანი-ნასყიდაშვილის სასამართლო პროცესზე გამოსვლა და ჩემი პოზიციის დაფიქსირება.
სავარაუდოდ-თქო ვამბობ იმიტომ, რომ დღეს სასამართლო პროცესზე წესით უნდა დაიკითხოს ნია იმნაძე.
მისი ადვოკატი, გიორგი ლეკიშვილი, ცდილობს დაამტკიცოს, თითქოს ნია იმნაძეს აქვს ფსიქოლოგიური პრობლემები და შესაძლოა სასამართლო პროცესზე გაუსკდეს გული, ან მოკლან კუპატაძე-ავალიანებმა!
და ვინაიდან, დიდი ალბათობით არ მოვა ნია იმნაძე პროცესზე, დავრჩი მხოლოდ მე.
ვაფრთხილებ ყველა ექიმს,
კანონის მთელი სიმკაცრით აგებთ პასუხს, თქვენს ხელმოწერილ ცნობებზე!
როგორც იცით, მოწმის სახით ჩემი დაკითხვა არ ხდება, მაგრამ იცოდეს მკვლელების ოჯახებმა,
თქვენი სიტყვის იურიდიულ ძალაზე დიდი იქნება ჩემი სიტყვის მორალური ძალა, რადგან,
თქვენი სიტყვა არის ფარსი და იცავთ მოძალადეებს!
ჩემი სიტყვა არის მართალი და ვიცავ უდანაშაულო შვილს!
დაგადუღებთ!!!
არავის შეგარჩენთ ერთი შვილის გაჩერებულ გულს და მეორე შვილის აძიგძიგებულ გულს!!!
ცოტაც და გავგიჟდები დეე!!! — მითხრა, ღამის 4-5 საათზე, ნიკამ ორი დღის წინ…..
დილით, ეს სურათი გამომიგზავნა გიგას მეგობარმა და ნიკას ნიკაპი ტირილ-ღიმილით აუცახცახდა…….
ასე, თითო-თითოდ გვიგროვებენ გიგას მეგობრები და მოსწავლეები სურათებს და 28 ცალი ვერც კი შევაგროვეთ ჯერ………” – წერს ეკა კუპატაძე.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • მიხეილ სააკაშვილი განცხადებას ავრცელებს
  • საპატრიარქო სინოდის სხდომის კადრებს ავრცელებს
  • რუსეთის პატრიარქის განცხადება საქართველოს საპატრიარქოზე

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge