Tuesday, April 28, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“იმას, რაც ადამიანს შიგნით აქვს, თქვენ კი არა, ფურცელზე რომ ვაფიქსირებ, ხელს ვადებ და ახლა თქვენ გაგიზიაროთ აზრები კაცო?” – მეუფე ანტონი

April 28, 2026
“იმას, რაც ადამიანს შიგნით აქვს, თქვენ კი არა, ფურცელზე რომ ვაფიქსირებ, ხელს ვადებ და ახლა თქვენ გაგიზიაროთ აზრები კაცო?” – მეუფე ანტონი

იმას, რაც ადამიანს შიგნით აქვს, თქვენ კი არა, ფურცელზე რომ ვაფიქსირებ, ხელს ვადებ და ახლა თქვენ გაგიზიაროთ ჩემი აზრები კაცო? – ასე უპასუხა ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა, მეუფე ანტონ ბულუხიამ ჟურნალისტებს კითხვაზე, პატრიარქობის რომელ კანდიდატს უჭერს მხარს.

როგორც ანტონ ბულუხიამ განაცხადა, მას „ძმათა შორის“ არჩევანის გაკეთება ძალიან უჭირს.

„ახლა ისეთ მღელვარებაში ვარ, თქვენ წარმოიდგინეთ, როგორი არჩევანი მაქვს გასაკეთებელი, ძმათა შორის. ყველას აქვს რაღაც ისეთი თვისება, რომელიც დადებითია. რა წარმოიდგინეთ, იცით? როგორც ჟიურისთვისაა როცა ორ საუკეთესო ადამიანს უყურებს, ახლა ვხვდები, რა ძნელია მისთვის არჩევანის გაკეთება. ძალიან ძნელია, ისედაც ვღელავ, ნამდვილად ძალიან ძნელია, ძმათა შორის, როგორი გამოსარჩევია, იცით?“, – განაცხადა ანტონ ბულუხიამ.

კითხვაზე, მას ორი რჩეული ჰყავს თუ არა, დადებითი პასუხი გასცა. ჩაკითხვაზე, ეს რჩეულები მეუფე შიო და გრიგოლი არიან თუ არა, მიტროპოლიტმა კონკრეტული პასუხი არ გასცა.

„მომისმინეთ ახლა, მესამე სხვა არავინ იცით? როგორი არაკომპეტენტური კითხვებია, იმას, რაც ადამიანს შიგნით აქვს, თქვენ კი არა, ფურცელზე რომ ვაფიქსირებ, იმას ვადებ ხელს და ახლა თქვენ გაგიზიაროთ ჩემი აზრები კაცო?“ – განაცხადა მიტროპოლიტმა.

კითხვაზე, მნიშვნელოვანია თუ არა მომავალი პატრიარქი გადაწყვეტილებებში დამოუკიდებელი იყოს, მან დადებითი პასუხი გასცა.

„2-ჯერ 2 რამდენია? აბა, რა თქმა უნდა“, – განაცხადა ბულუხიამ.

კითხვაზე, თუ რას უპასუხებდა რუსეთის დაზვერვის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ მსოფლიო პატრიარქი გარკვეულ კანდიდატებს ლობირებს, მეუფე ანტონ ბულუხიამ უპასუხა, რომ ამაზე არაფერი სმენია.

„არა კაცო, პირველად მესმის, რაის რუსეთის დაზვერვა? თქვენს არხებს ასე თუ ისე, ვუსმენ, არც ტელევიზიიდან არ მსმენია. ალბათ, ვისაც რა ესიზმრება, იმას ფიქრობს, რა ვიცი“, – განაცხადა ანტონ ბულუხიამ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • სინოდის სხდომას არ ესწრება ერთი მღვდელმთავარი, წილკნელი მიტროპოლიტი ზოსიმე შიოშვილი
  • “ახლა ვხვდები, რა ძნელია ჟიურისთვის არჩევანის გაკეთება” – მეუფე ანტონი ამბობს, რომ 2 რჩეული ჰყავს
  • “ევროკავშირთან დაახლოების პროცესი მიმდინარეობს ჩვეულ რეჟიმში…თუ ვინმე არღვევს ასოცირების შეთანხმებას, ეს არის ევროკავშირის დღევანდელი ბიუროკრატია” – ეკა სეფაშვილი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge