Tuesday, April 28, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“როცა ადამიანს სამსახურში შეაქვს განცხადება, იტყვის, დიპლომი არ მაქვს, მაგრამ განათლებული ვარო?! – სინოდმა უნდა იხელმძღვანელოს მკაცრად, მართვა-გამგეობის დებულებით” – დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

April 28, 2026
“როცა ადამიანს სამსახურში შეაქვს განცხადება, იტყვის, დიპლომი არ მაქვს, მაგრამ განათლებული ვარო?! – სინოდმა უნდა იხელმძღვანელოს მკაცრად, მართვა-გამგეობის დებულებით” – დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

კრიტერიუმებში ჩვენ ვკითხულობთ, რომ უნდა იყოს ქართველი, უნდა იყოს, ბერი, უნდა იყოს სინოდის წევრი, უნდა ჰქონდეს განათლება და ასაკზე არის მითითება, რომ 40 წელი უნდა ჰქონდეს შესრულებული და არაუმეტეს 70 წლისა უნდა იყოს – მართვა-გამგეობის დებულების შეცვლის უფლება არ აქვს ამ სინოდს და უნდა იხელმძღვანელოს მკაცრად მართვა – გამგეობის დებულებით,- ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ეკლესიის ცხოვრებისთვის მნიშვნელოვანია, რომ განსაზღვრული წესი დაცული იყოს.

„დღეს იქნება სინოდზე სამი საპატრიარქო კანდიდატის გამორჩევა და შემდგომი სინოდი, გაფართოებული სხდომა იქნება უკვე პატრიარქის გამოსავლენად.

კრიტერიუმებში ჩვენ ვკითხულობთ, რომ უნდა იყოს ქართველი, უნდა იყოს ბერი, უნდა იყოს სინოდის წევრი, უნდა ჰქონდეს განათლება და ასაკზე არის მითითება, რომ 40 წელი უნდა ჰქონდეს შესრულებული და არაუმეტეს 70 წლისა უნდა იყოს.

მე ვარ მათემატიკოსი, სიტყვა არაუმეტეს 70 წლისა, ნიშნავს, რომ 70-ს ნებისმიერი დროის დამატებით უკვე აღარ არის არაუმეტეს 70-ისა. ანუ 70-ს პლუს რაღაც დღეები და თვეები, უკვე უმეტეს 70-ისაა, როგორც მათემატიკოსისთვის, ჩემთვის, ეს არის სრულიად წყალი, თუმცა, ვნახოთ, სინოდი ამაზე რა გადაწყვეტილებას მიიღებს. მეორე არის, რომ მართვა-გამგეობის დებულების შეცვლის უფლება არ აქვს ამ სინოდს და უნდა იხელმძღვანელოს მკაცრად მართვა- გამგეობის დებულებით. განათლების თემას რაც შეეხება, როგორ წარმოგიდგენიათ, როდესაც ადამიანს დიპლომი არ აქვს და სამსახურში ვაკანსიაზე შეაქვს განცხადება, რას იტყვის, რომ დიპლომი არ მაქვს, მაგრამ განათლებული ადამიანი ვარო?! ეს არც ერთ სამსახურში არ გაჭრის.

ყველა საკითხი შეიძლება დადგეს ინტერპრეტაციის ქვეშ, მაგალითად, დადგეს საკითხი, რას ნიშნავს ქართველი. მე მყავდა მეგობარი, იეზიდი და შინაგანად იყო ძალიან კარგი ქართველი, ახლა ასე თუ ვიმსჯელებთ, ყველაფერი შეიძლება ეჭვქვეშ დავაყენოთ. არსებობს ასეთი ცნებაც „ფარული ბერები“ და ახლა აქ კრიტერიუმში წერია ბერი – „ფარული ბერი“ ნიშნავს, რომ აღკვეცილი არ არის, მაგრამ ბერულად ცხოვრობს ანუ ყველაფერი შეიძლება დადგეს ინტერპრეტაციის ქვეშ. ასე რომ, მე ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ეკლესიის ცხოვრებისთვის, რომ წესი, რომელიც განსაზღვრულია, იყოს დაცული.

უმეტესობა ეპარქიებიდან უკვე მივიღეთ ინფორმაცია დელეგატების შესახებ,“-განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • სინოდის სხდომას არ ესწრება ერთი მღვდელმთავარი, წილკნელი მიტროპოლიტი ზოსიმე შიოშვილი
  • “ახლა ვხვდები, რა ძნელია ჟიურისთვის არჩევანის გაკეთება” – მეუფე ანტონი ამბობს, რომ 2 რჩეული ჰყავს
  • “ევროკავშირთან დაახლოების პროცესი მიმდინარეობს ჩვეულ რეჟიმში…თუ ვინმე არღვევს ასოცირების შეთანხმებას, ეს არის ევროკავშირის დღევანდელი ბიუროკრატია” – ეკა სეფაშვილი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge