Tuesday, April 28, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ გაფართოებული კრება, რომელზეც პატრიარქს აირჩევენ, 17 მაისამდე უნდა გაიმართოს

April 28, 2026
“ამას ჩვენი საზოგადოების ნაწილი ვერ წარმოიდგენდა…”- ანდრია ჯაღმაიძე განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქოში დღეს სინოდის სხდომაზე შეარჩევენ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქობის სამ კანდიდატს, შემდეგ უკვე გაფართოებულ კრებაზე კი, გამოვლინდება პატრიარქი, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.

ჯაღმაიძის თქმით, გაფართოებული კრება, რომელზეც პატრიარქს აირჩევენ, 17 მაისამდე უნდა გაიმართოს.

„ჯერ არ ვიცით თარიღი, როდის ჩაინიშნება გაფართოებული სხდომა, თუმცა 17 მაისამდე უნდა მოხდეს. არ არის აუცილებელი, დღეს მოხდეს თარიღზე მსჯელობა, მერეც შეიძლება. კრიტერიუმებში ჩვენ ვკითხულობთ, რომ უნდა იყოს ეროვნებით ქართველი, ბერი, ჰქონდეს საღვთისმეტყველო განათლება, ასაკით – არანაკლებ ორმოცი წლისა და არაუმეტეს სამოცდაათი წლისა. მე ვარ მათემატიკოსი და სიტყვა არაუმეტეს 70 ნიშნავს, რომ 70 ნებისმიერი დროის დამატებით უკვე აღარ არის 70-მდე, არაუმეტეს 70-ისა. ანუ 70 პლიუს რაღაც დღეები და თვეები, უკვე უმეტეს 70 არის. როგორც მათემატიკოსი, ჩემთვის ეს არის ცხადი. ვნახოთ, სინოდი რა გადაწყვეტილებას მიიღებს. მეორე არის, რომ ეკლესიის ​მართვა-გამგეობის დებულების შეცვლის უფლება არ აქვს ამ სინოდს და უნდა იხელმძღვანელოს მკაცრად მართვა-გამგეობის დებულებით.

ყველა საკითხი შეიძლება, დადგეს ინტერპრეტაციის ქვეშ, მაგალითად, რას ნიშნავს ქართველი. მე მყავდა მეგობარი იეზიდი და შინაგანად იყო ძალიან კარგი ქართველი. ასე თუ ვიმსჯელებთ, მაშინ ყველაფერი შეიძლება, ეჭვქვეშ დავაყენოთ. არსებობს ასეთი მცნება, ფარული ბერები, რაც ნიშნავს, რომ აღკვეცილი არ არის, მაგრამ ბერულად ცხოვრობს. მაშინ ყველაფერი შეიძლება, დადგეს ინტერპრეტაციის ქვეშ. ასე რომ, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ეკლესიის ცხოვრებისთვის, რომ წესი, რომელიც განსაზღვრულია, იყოს დაცული“, – აღნიშნა ჯაღმაიძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • პარლამენტში დღეს სუს-ის ხელმძღვანელის პოსტზე წარდგენილ გელა გელაძეს მოუსმენენ და მის დამტკიცებას უყრიან კენჭს
  • “არ არის გამორიცხული [მეუფე შიომ საკმარისი ხმები ვერ მოაგროვოს]” – მეუფე ნიკოლოზი
  • მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა განცხადებას ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge