Tuesday, April 28, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

შემოსავლების სამსახურს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

April 28, 2026
შემოსავლების სამსახურს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

შემოსავლების სამსახურის ახალ ხელმძღვანელად მიხეილ მაღლაკელიძე დაინიშნა – ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. [მაღლაკელიძე ამ დრომდე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობა ეკავა].

უწყების ცნობით, ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრას დაესწრნენ სამსახურის ყოფილი უფროსი ირაკლი (დაჩი) ბერაია, ფინანსთა მინისტრის მოადგილეები გიორგი კაკაურიძე და მამუკა ბარათაშვილი, ასევე შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები.

„ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ირაკლი (დაჩი) ბერაიას მადლობა გადაუხადა გაწეული სამსახურისთვის და წარმატებები უსურვა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობაზე.

შეხვედრაზე მან, კიდევ ერთხელ, ხაზი გაუსვა შემოსავლების სამსახურის მუშაობის მნიშვნელობას ქვეყნის წინსვლისთვის და იმედი გამოთქვა, რომ კვლავ გაგრძელდება ყველა ის რეფორმა, რომელიც ხელს შეუწყობს ეფექტიან საგადასახადო და საბაჟო ადმინისტრირებას.

როგორც მან აღნიშნა, მიხეილ მაღლაკელიძე კარგად იცნობს შემოსავლების სამსახურის სისტემას, ვინაიდან მას წლების განმავლობაში უწყებაში სხვადასხვა თანამდებობა ეკავა.

ლაშა ხუციშვილმა ხაზი გაუსვა მის პროფესიონალიზმს და იმედი გამოთქვა, რომ მისი წარმატებული საქმიანობა გაგრძელდება ახალ სამსახურში მუშაობის პერიოდშიც.

თავის მხრივ, მიხეილ მაღლაკელიძემ მადლობა განაცხადა ნდობისთვის და აღნიშნა, რომ შემოსავლების სამსახური უწყების თანამშრომლებთან ერთად, კვლავ გააგრძელებს ქვეყნის ეკონომიკური წინსვლის ხელშეწყობას.

შეხვედრაზე შემოსავლების სამსახურის ყოფილმა ხელმძღვანელმა ირაკლი (დაჩი) ბერაიამ მადლობა გადაუხადა კოლეგებს მხარდაჭერისთვის და იმედი გამოთქვა, რომ სამსახურებრივი თანამშრომლობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება. მან მიხეილ მაღლაკელიძეს წარმატებები უსურვა ახალ თანამდებობაზე მუშაობის პროცესში“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ყველამ ვიცით, რომ მამუკა მდინარაძეს აქვს ძალიან დიდი პოლიტიკური და მენეჯერული გამოცდილება” – რიმა ბერაძე
  • დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებმა ღამე კვლავ მთავრობის ადმინისტრაციასთან გაათენეს
  • “იმას, რაც ადამიანს შიგნით აქვს, თქვენ კი არა, ფურცელზე რომ ვაფიქსირებ, ხელს ვადებ და ახლა თქვენ გაგიზიაროთ აზრები კაცო?” – მეუფე ანტონი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge