წამალი ბავშვებს – დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლები ყოველ კვირას 17:00 საათზე რუსთაველის მეტროდან მთავრობის ადმინისტრაციამდე საპროტესტო მსვლელობას გამართავენ.
მოთხოვნა უცვლელია: სახელმწიფომ დააფინანსოს და შემოიტანოს ქვეყანაში წამლები, რომლებიც მშობლების თქმით, მათი შვილების სიცოცხლეს გაახანგრძლივებს და გააუმჯობესებს.
ცნობისთვის, დღეს მთვარობის კანცელარიასთან დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებულმა ბავშვებმა, მშობლებმა, სამოქალაქო აქტივისტებმა და სხვადასხვა პროფესიის ადამიანებმა აქცია გამართეს.
მათ ირაკლი კობახიძეს კიდევ ერთხელ მოსთხოვეს შეხვედრა.
“ჩამოდით” – სკანდირებდნენ აქციის მონაწილეები.
