Monday, April 27, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები პროკურატურას მიმართავენ

April 27, 2026
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები განცხადებას ავრცელებენ

დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები პროკურატურას მიმართავენ. კერძოდ, მშობლები განცხადებაში საუბრობენ პოლიციის მხრიდან „უკანონო მითითებებზე“ და აღნიშნავენ, რომ ის მოიცავს დანაშაულის ნიშნებს, როგორიცაა შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების განხორციელებაში ხელის შეშლა, დისკრიმინაცია და თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მშობლები პროკურატურას სთხოვენ, რომ განახორციელონ რეაგირება პოლიციის ჩამოთვლილ ქმედებებზე და უზრუნველყონ მათი უფლებების დაცვა.

„დიუშენის კუნთოვანი დისტროფია გენეტიკური დაავადებაა, რომელიც იწვევს კუნთების განლევას, ეტლზე მიჯაჭვულობას და ნაადრევ სიკვდილს. საქართველოში დიუშენით დაავადებული 100-მდე ბავშვია. თანამედროვე მედიკამენტებს და მრავალმხრივ კვლევებს, რომლებსაც ბავშვების სიცოცხლის გახანგრძლივება შეუძლია, საქართველოში ეს სერვისები მიუწვდომელია და სახელმწიფო მათ არ აფინანსებს. დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლები და მხარდამჭერები ჩვენი შვილების სიცოცხლის გადასარჩენად ყოველდღე ვატარებთ აქციებს სახელმწიფო კანცელარიის წინ და სახელმწიფოსგან ვითხოვთ წამალს და მკურნალობის დაფინანსებას.

ჩვენი აქციები არის სრულიად მშვიდობიანი და მიმდინარეობს ღია საზოგადოებრივ სკვერში, რომელიც 70-100 მეტრით დაცილებულია შენობებისგან და გზისგან. მიუხედავად ამისა, ადგილზე მუდმივად მობილიზებული პოლიცია გვიკრძალავს, რომ შევიტანოთ კარვები, პუფები და ბალიშები. 27 აპრილს ასევე აგვიკრძალეს პლედების შეტანა, თუმცა მას შემდეგ რაც მშობლებმა ეს პლედები ცალ – ცალკე დავიკავეთ ხელში, შემდეგ დაგვრთეს მათი შეტანის უფლება.

24-საათი ღია ცისქვეშ ხის სკამებზე (რომლებსაც არ აქვთ მისაყუდებელი) ამ ნივთების გარეშე მშობლების მუდმივად ყოფნა საფრთხეს უქმნის ჩვენს ჯანმრთლობას. 27 აპრილს ერთ-ერთი მშობელი ამ პირობებში ყოფნის გამო მართლაც გახდა ცუდად და საჭირო გახდა სასწრაფოს გამოძახება.

გარდა ამისა, 20 აპრილის აქციაზე დიუშენით დაავადებულ ბავშვებს არ მისცეს კანცელარიის მისაღებში შესვლის უფლება რათა თავად მოეთხოვათ პასუხი ჩვენს მოთხოვნებზე.

პოლიციის მითითებები არის სრულიად უკანონო. არ არსებობს საზოგადოებრივ სკვერში ამ ნივთების შეტანის აკრძალვის არანაირი საფუძველი.

პოლიციის მიერ განხორციელებული ეს ქმედებები შეიცავს სხვადასხვა დანაშაულის ნიშნებს როგორიცაა შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების განხორციელებაში ხელის შეშლა(სსკ. 161-ე მუხლი), დისკრიმინაცია (სსკ. 142-ე მუხლი), თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტება (სსკ. 333-ე მუხლი).

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ განახორციელოთ რეაგირება პოლიციის აღნიშნულ ქმედებებზე და უზრუნველყოთ ჩვენი უფლებების დაცვა“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები ავრცელებენ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ფასების შემსწავლელი კომისიის მომდევნო სხდომის თარიღი ცნობილია
  • ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამა – აკრძალული ტერიტორიის სიიდან ამოიღებენ კვების ობიექტებს
  • კანცელარიასთან დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვები და მათი მხარდამჭერები არიან შეკრებილები

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge