ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი ანტონი (ბულუხია) ამბობს, რომ საპატრიარქო კანდიდატების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ხვალ გახდება ცნობილი და მისი თქმით, მათ შორის მეუფე შიოც იქნება წარმოდგენილი.
“ზუსტად ხვალ გაირკვევა [კანდიდატები] , ახლა ვარაუდებია და ხვალ უნდა გაირკვეს. გადაწყვეტილება ყველას ექნება მიღებული. იმას ვუჭერ მხარს, ვინც მიმაჩნია, რომ კარგია, აბა ცუდს ჰო არ დავუჭერ მხარს. ხვალ გამოჩნდება ძირითადი პირველი ნიშნები, თუ როგორ და რანაირად უნდა წარიმართოს ყველაფერი, ბუნდოვანება არ იქნება… 14 თუ 15 კანდიდატი ვაკმაყოფილებთ მოთხოვნას და, თავისთავად, მეუფე შიოც იქნება“ – ამბობს მეუფე ანტონი “ფორმულასთან”.
ხვალ, 28 აპრილს, 12:00 საათზე, საქართველოს საპატრიარქოში სინოდის სხდომა გაიმართება, სადაც გამორჩეული იქნება სამი საპატრიარქო კანდიდატი.
