Sunday, April 26, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

April 26, 2026
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, რეალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

საქართველოს პროკურატურა ტელეკომპანია „ტვ. პირველის“ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„საქართველოს პროკურატურა ეხმაურება ტელეკომპანია „ტვ. პირველის“ მიერ მომზადებულ მორიგ დეზინფორმაციულ სიუჟეტს, პრეზიდენტის სასახლის შტურმის სისხლის სამართლის საქმის პროკურორის თამარ ბეჟუაშვილის შესახებ.

ბოლო თვენახევრის განმავლობაში ტელეკომპანია მიზანმიმართულად უკვე მეორედ ამზადებს სიუჟეტს პროკურორის მამის ბიზნესსაქმიანობის შესახებ და სრულიად დაუსაბუთებლად აკავშირებს თამარ ბეჟუაშვილის პროფესიულ საქმიანობასთან.

ასევე აღსანიშნავია,რომ სიუჟეტში გამოყენებული რესპონდენტები, მაგალითად: გიორგი ბერიშვილი და თეიმურაზ ყარმაზანაშვილი რომლებიც ცილისმწამებლურ განცხადებებს აკეთებენ ბეჟუაშვილის და მისი ოჯახის წინააღმდეგ არაერთ სისხლის სამართლის საქმეზე თავად არიან მსჯავრდებულები და ბრალდებულები სახელმწიფოსთვის გადასახადების დამალვის და თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე. ყოვლად გაუგებარია აღნიშნულთან პრეზიდენტის სასახლეზე შტურმის სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირება და იმის ნაცვლად, რომ სასამართლოში შეჯიბრებითობის პრინციპით, კვალიფიციურად განხორციელდეს სისხლის სამართლის საქმის განხილვა, მედია საშუალება მიზანმიმართულად თავს ესხმის საქმის პროკურორს და სრულიად დაუსაბუთებლად ეწევა დეზინფორმაციულ კამპანიას.

საქართველოს პროკურატურა არ დაუშვებს გახმაურებული სისხლის სამართლის საქმეების პროკურორებზე მსგავს თავდასხმებს, რომელიც პროკურორის და უწყების დისკრედიტაციას ისახავს მიზნად და შესაბამისი რეაგირება ექნება. აქვე აღვნიშნავთ, რომ მსგავსი უსაფუძვლო და მიზანმიმართული კამპანია ვერ იქონიებს გავლენას და ვერ შეუშლის ხელს ობიექტური მართლმსაჯულების განხორციელებას.”, – ნათქვამია განცხადებაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ბერლინში, მეოთხე დღეა, საქართველოს მოქალაქეს ეძებენ
  • თუ ტრანსპორტში ბარათი დააფიქსირეთ, მაგრამ მაინც დაჯარიმდით – როგორ უნდა მოიქცეთ და რა შემთხვევაში დაგებლოკებათ საბანკო ანგარიშები
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას ხვალ?

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge