Friday, April 24, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

საქართველოს სომეხთა სათვისტომოს თურქეთის საელჩოსთან აქციის გამართვის უფლება არ მისცეს

April 24, 2026
საქართველოს სომეხთა სათვისტომოს თურქეთის საელჩოსთან აქციის გამართვის უფლება არ მისცეს

საქართველოს სომეხთა სათვისტომოს თურქეთის საელჩოსთან აქციის გამართვის უფლება არ მისცეს – ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს. მათივე ცნობით, სომეხთა სათვისტომოს 24 აპრილის თბილისში, თურქეთის საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე მშვიდობიანი დემონსტრაციის გამართვა სურდათ, სადაც პატივს მიაგებდნენ სომეხთა “გენოციდის” მსხვერპლთა ხსოვნას. როგორც სათვისტომოს გამგების წევრი ჟანეტა ბაღდასარიანი ამბობს, აქციის გამართვის სურვილის შესახებ ვადების დაცვით წერილობით მიმართეს მუნიციპალიტეტსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს, თუმცა მათგან მოთხოვნილ ტერიტორიაზე აქციის გამართვის თაობაზე უარი მიიღეს.

როგორც სათვისტომოს გამგეობის წევრი და ორგანიზაციის მდივანი ჟანეტა ბაღდასარიანი რადიო თავისუფლებას ეუბნება, ისინი არ განიხილავენ და არ ჩაატარებენ აქციას სხვა ადგილას. მათთვის პრინციპული იყო დემონსტრაციის ჩატარება თურქეთის საელჩოსთან, როგორც ამას ბოლო ოცი წლის განმავლობაში აკეთებდნენ.

“სომეხთა სათვისტომო სხვა ლოკაციაზე ჩატარებაზე უარს აცხადებს, არ განვიხილავთ აქციის ჩატარებას სხვა მისამართზე გარდა თურქეთის საელჩოს მიმდებარე ტერიტორიისა. ამიტომ ჩვენ არაფრის გამართვას არ ვგეგმავთ“ – ეუბნება ჟანეთა ბაღდასარიანი რადიო თავისუფლებას.

„ეს პრაქტიკა არ შეესაბამება სამართლებრივი სახელმწიფოს სტანდარტებს და ძირს უთხრის სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ნდობას. წლების განმავლობაში საქართველო წარმოადგენდა თავს, როგორც დემოკრატიული სახელმწიფო, რომელიც დაფუძნებულია კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების პატივისცემისა და გამოხატვის თავისუფლების პრინციპებზე. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ საზოგადოების ყველა ჯგუფს, მათ შორის ეროვნულ უმცირესობებს, უნდა შეეძლოთ თავისუფლად და მშვიდობიანად გამოხატონ თავიანთი სამოქალაქო შეხედულებები ამ პირობებში“ – აცხადებენ სომეხთა სათვისტომოში.

6 აპრილს შსს-მ საქართველოს სომეხთა სათვისტომოს 6 აპრილის მიმართვა დააკმაყოფილა და მეტროსადგურ ისნის მიმდებარე ტერიტორიიდან ავლაბრის სურბ ეჩმიაძინის ეკლესიის ეზომდე ჩირაღდნებით მსვლელობის ნება დართო.

ფოტო: რადიო თავისუფლება

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “აქტუალ მედიამ“ მხატვრულ-დოკუმენტური ფილმის ნოველა II-ის გადაღება დაიწყო
  • “თქვენ თვლით თუ არა თავს დამნაშავედ, ლევან ხაბეიშვილის დანაშაულში, რომელიც აწამეს, თქვენ ეს კადრები გქონდათ ნანახი და ხმა არ ამოგიღიათ” – მარიამ დოლიძის მიმართვა მდინარაძეს
  • მიხეილ სააკაშვილი განცხადებას ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge