Friday, April 24, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„დიუშენის შემთხვევამ ცხადყო, რამდენად მოშლილი და დეჰუმანიზებულია სახელმწიფო ინსტიტუცია“ – ოპოზიციის ალიანსი

April 24, 2026
ოპოზიციის ალიანსის პრესკონფერენცია

ოპოზიციური ალიანსი აცხადებს, რომ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის შემთხვევა სისტემური პრობლემების მკაფიო ილუსტრაციაა და ხელისუფლება ვერ უზრუნველყოფს მოქალაქეების, განსაკუთრებით კი ბავშვების ჯანმრთელობის დაცვას. ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე იქნა ნათქვამი.

მათი თქმით, ჯანდაცვის სფეროში არსებული ხარვეზები პირდაპირ აისახება პაციენტების სიცოცხლის ხარისხსა და გადარჩენის შანსებზე.

კოალიცია „ცვლილებისთვის“ წარმომადგენლები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ქვეყანაში მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა და მძიმე დაავადებების მართვა კრიტიკულ მდგომარეობაშია, რის გამოც ოჯახები იძულებულნი არიან, მკურნალობისთვის საზღვარგარეთ წავიდნენ.

ოპოზიციის შეფასებით, არსებული ვითარება კიდევ უფრო მძიმდება საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის შემცირების ფონზე, რაც, მათი თქმით, ზღუდავს თანამედროვე მედიცინასა და ფინანსურ რესურსებზე წვდომას.

ალიანსში აცხადებენ, რომ აუცილებელია ჯანდაცვის სისტემის ძირეული რეფორმა და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, რაც, მათი თქმით, მოქმედი ხელისუფლების პირობებში ვერ ხორციელდება.

“უკანასკნელი დღების მანძილზე დიუშენის კუნთოვანი დიაგნოზის ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო, თუ რამდენად მოშლილი და დეჰუმანიზებულია სახელმწიფო ინსტიტუცია, რომლის უმთავრეს მოვასალეობასაც, ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე ზრუნვა, მითუმეტეს, ბავშვთა სიცოცხლეზე ზრუნვა წარმოადგენდეს.

ბავშვთა ჯანმრთელობა ეს არის ფუნდამენტური უფლება, ეს არ არის პრივილეგია, რომელიც საქართველოში ყოველდღიურად ირღვევა, რისი ნათელი მაგალითიცაა ჯანდაცვის სერვისების ორგანიზებულობის, მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობისა და მძიმე დაავადებების მართვის საკითხი, რომლის განვითარების პირობაც “ქართულმა ოცნებამ” არაერთხელ დადო, მაგრამ დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ არაერთი ბავშვი ოჯახებთან ეთად დღეს სწორედ სიცოცხლის გადასარჩენად ემიგრირებს სხვა ქვეყნებში.

ამ მაგალითზე ძალიან ნათლად ჩანს,რ ომ ქვეყნის დასავლეთისგან იზოლაცია უდრის ჩვენი ბავშვებისთვის დასავლურ მედიცინაზე და ფინანსებზე წვდომის შეზღუდვას, რადგან იმისთვის, რომ არა მხოლოდ იშვიათი, არამედ, ზოგადად, სხვა დიაგნოზის მქონე ბავშვების პრობლემები სისტემურად გადაწყდეს, საჭიროა საერთაშორისო პარტნიორობა.

ამავდროულად, რთული, ვისაუბროთ მაღალტექნოლოგიურ მედიცინაზე მაშინ, როდესაც “უნისეფის” გასული წლის დასკვნის მიხედვით, საქართველოში ბავშვების თიტქმის მეოტხედი ფეკალიებით დაბინძურებულ წყალს სვამს, მათ შორის, ბაღებსა და სკოლებში, რასაც ადასტურებს სურსათის ეროვნული სააგენტოს უკანასკნელი მონაცემებიც. სწორედ იმ ბაღებსა და სკოლებში, რომლის რეაბილიტაციისა და მშენებლობის თანხას იპარავს მიტაცებული ხელისუფლება და მიმართავს საკუთარი ჯიბეებისკენ, მაგრამ რატომღაც მკურნალობისა და დაადავადების მართვისთვის საჭირო თანხას ვერ პოულობს.

საჭიროა კონკრეტული ქმედება მრავალი მიმართულებით, რაც “ქართული ოცნების” პირობებში შეუძლებელია, მაგრამ ალიანსს აქვს კონკრეტული ხედვები და გზები ამ პრობლემების გადაჭრის. შესაბამისად, ის უნდა იქცეს რეალურ პოლიტიკად და ყოველდღიურ პრაქტიკად, რაც წარმოადგენს კიდეც სწორედ ალიანსის ხედვას, – თქვა ბრიფინგზე ანა ქავთარაძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული 27 წლის თამაზ გოლოევის საქმეს გრიფი დაედო
  • საქართველოს სომეხთა სათვისტომოს თურქეთის საელჩოსთან აქციის გამართვის უფლება არ მისცეს
  • პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge