Friday, April 24, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home კრიმინალური ამბები

პოლიციამ ძარცვის, ქურდობისა და კომპიუტერული მონაცემის ხელყოფის ბრალდებით ოთხი არასრულწლოვანი დააკავა

April 24, 2026
პოლიციამ ძარცვის, ქურდობისა და კომპიუტერული მონაცემის ხელყოფის ბრალდებით ოთხი არასრულწლოვანი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჯგუფურად, ძალადობის გამოყენებით ჩადენილი ძარცვის, ქურდობის და კომპიუტერული მონაცემის ხელყოფის ბრალდებით ოთხი არასრულწლოვანი დააკავეს.

შსს-ს ცნობით, სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ არასრულწლოვნები წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, თბილისში მდებარე სასურსათო მაღაზიებსა და სააფთიაქო ქსელებს ძარცვავდნენ, სადაც სხვადასხვა ღირებულების პროდუქციას და თანხას ეუფლებოდნენ.

„არასრულწლოვნების მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად, სხვადასხვა დანიშნულების სავაჭრო ობიექტს 30 000 ლარამდე ფინანსური ზარალი მიადგათ.

საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით დგინდება, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა, ძალადობის გამოყენებით, ასევე, გაძარცვა ტაქსის მძღოლი და მის კუთვნილ ნივთებს, მათ შორის საბანკო ბარათებს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა. არასრულწლოვანმა ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, საბანკო ბარათები სხვადასხვა სავაჭრო ობიექტში გამოიყენა.

ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოთხივე არასრულწლოვანი მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბრალდებულის სახით იქნა დაკავებული.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2, მე-3, 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 და 286-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც რვა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • 2026 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 941.1 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 0.3%-ით მეტია – საქსტატი
  • პროტესტის მე-5 დღე – დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები ამ დრომდე წამალს ითხოვენ
  • ადვოკატის ინფორმაციით, პოლიციელზე თავდასხმისთვის მსჯავრდებული პოეტი, ზვიად რატიანი სასჯელს მკაცრი რეჟიმის პირობებში მოიხდის

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge