საშიშროების მომეტებული რისკის” გამო ზვიად რატიანი სასჯელს მკაცრი რეჟიმის პირობებში მოიხდის – რატიანი, რომელიც სასჯელს გლდანის მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში იხდის, თავისუფლების აღკვეთის პირობები განესაზღვრა: ის სასჯელს მკაცრი რეჟიმის პირობებში მოიხდის.
„6 აპრილს პენიტენციურმა დეპარტამენტმა წერილობით შემატყობინა, რომ მე, როგორც „საშიშროების მომეტებული რისკის მსჯავრდებულს“ აღკვეთის ნახევრად ღია რეჟიმი დახურულით შემეცვალა. საქმეც ისაა, რომ მე ისედაც, დაპატიმრების პირველივე დღიდან ფაქტობრივად, დახურული წესით ვიხდი სასჯელს. მეტიც, ექვსი თვეა სრულდება, რაც საერთოდაც სამარტოო საკანში ვიმყოფები. აქვე დავაზუსტებ, რომ ეს ჩემივე სურვილი იყო. არც არასდროს გამომითქვამს ღია სივრცეში გადასვლის და სხვა პატიმრებში გარევის სურვილი.
ღია კარის მტვრევა გამიგია, მაგრამ დახურულის დახურვა რა ფენომენია, აღარ ვიცი. როგორც ჩანს დეპარტამენტის მიზანი ჩემი ისედაც შეზღუდული პაემნების კიდევ უფრო შეზღუდვა იყო და ეს არც არის გასაკვირი, რადგან ჩემდამი მათი მტრული დამოკიდებულება, გამოგიტყდებით, არ არის ცალმხრივი.მაგრამ „საშიშროების მომეტებული რისკი რაღა იყო, ეგაა საკითხავი“ – წერს ზვიად რატიანი ციხიდან გამოგზავნილ წერილში.
ზვიად რატიანს 2-წლიანი პატიმრობა მოსამართლე გიორგი გელაშვილმა 2025 წლის 9 ოქტომბერს მიუსაჯა. თავდაპირველად წაყენებული ბრალდებით მას პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდნენ, თუმცა მოსამართლე გელაშვილმა ბრალი პოლიციის მიმართ წინააღმდეგობის გაწევის მუხლით გადაუკვალიფიცირა.
