ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება უცვლელი რჩება, – ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის უწყების მაღალჩინოსანმა „ალ ჯაზირას“ განუცხადა.
მისივე თქმით, აშშ-ს ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაში ცვლილება არ განუხორციელებია და შესაბამისად, ვაშინგტონს ირანზე იერიში არ მიუტანია.
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ ირანულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სავარაუდო მტრული სამიზნის აღმოჩენის შემდეგ, ირანის დედაქალაქ თეირანის ზოგიერთ ნაწილში საჰაერო თავდაცვის სისტემები გააქტიურდა.
