Thursday, July 9, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

დაიწყება თუ არა გამოძიება ბერი ნიკოლოზის გარდაცვალების საქმეზე?

April 23, 2026
დაიწყება თუ არა გამოძიება ბერი ნიკოლოზის გარდაცვალების საქმეზე?

ბერი ნიკოლოზი, რომელიც გასულ კვირას თბილისში, ფონიჭალაში, საცხოვრებელ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს, დღეს უკანასკნელ გზაზე სასულიერო პირების ნაწილმა, ოჯახის წევრებმა და მრევლმა გააცილა. პროცესიას, რომელიც ამაღლების ტაძარში მიმდინარეობდა, უამრავი ადამიანი ესწრებოდა. მრევლი ბერის მცხეთაში დაკრძალვას ითხოვდა, თუმცა მათი თქმით, საპატრიარქომ ოჯახს ამ თხოვნაზე უარი უთხრა.

მოქალაქეები, რომლებმაც ბერი ნიკოლოზი უკანასკნელ გზაზე გააცილეს, ამტკიცებენ, რომ მას ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები ჰქონდა. მრევლის ნაწილმა კი განაცხადა, რომ მედიკოსი, რომელსაც ბერისგან კურთხევა ჰქონდა, მის საცხოვრებელ ბინაში შესულიყო და შეეფასებინა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ბერთან არ შეუშვეს, რის შემდეგაც ბერი ნიკოლოზი ბინაში გარდაიცვალა.

სამგლოვიარო პროცესზე მყოფი ადამიანები ამტკიცებენ, რომ ბერ ნიკოლოზს უამრავი მტერი ჰყავდა. შესაბამისად, ისინი არ გამორიცხავენ, რომ კონკრეტული ადამიანების ჯგუფი მიზანმიმართულად მოქმედებდა, რის გამოც ექიმები მომაკვდავ სასულიერო პირთან არ შეუშვეს. მათთვის უცნობია, თუ ვინ იყვნენ ადამიანები, რომლებიც ბერის მრევლად ასაღებდნენ თავს, თუმცა ამტკიცებენ, რომ მათ ნამდვილად სხვა განზრახვა ჰქონდათ.

არსებული ინფორმაციით, საგამოძიებო უწყებას ბერი ნიკოლოზის მრევლის ნაწილმა კატეგორიული მოთხოვნით მიმართა, რომ დადგინდეს იმ პირების ვინაობა, რომლებმაც მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობაში მყოფ პირთან მედიკოსი არ შეუშვეს, რის გამოც ბერი ნიკოლოზი გარდაიცვალა. ამ ეტაპზე უცნობია, დაადგინა თუ არა შსს-მ იმ პირების ვინაობა, რომლებმაც განსაცდელში მყოფი ადამიანის დასახმარებლად ექიმი არ შეუშვეს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • როგორი იქნება 2026 წლის ზაფხული – ახალი პროგნოზი
  • დააწინაურეს პოლიციის მაღალჩინოსანი, რომელსაც ცოლი სასტიკ ძალადობაში ამხელს
  • 52 წლის კაცი მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს – რა დეტალებია ცნობილი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge