Thursday, April 23, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

სასამართლოს მიერ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს, თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილის, გიორგი ხაინდრავას ადვოკატიც გაასაჩივრებს

April 23, 2026
სასამართლოს მიერ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს, თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილის, გიორგი ხაინდრავას ადვოკატიც გაასაჩივრებს

თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილის, გიორგი ხაინდრავას მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას დაცვის მხარე გაასაჩივრებს. ამის შესახებ ხაინდრავას ადვოკატმა, ირმა ჭკადუამ განაცხადა.

ადვოკატი ასევე მიუთითებს, რომ პროკურატურა საკუთარ მტკიცებულებებსა და მოწმეების ჩვენებებს შორის წინააღმდეგობაში მოდის. მისი თქმით, საჭიროების შემთხვევაში საქმე გაგრძელდება საერთაშორისო დონეზეც და საბოლოოდ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოში გადავა.

„მოლოდინი მქონდა [გამამტყუნებელი განაჩენის] მიუხედავად იმისა, რომ საქმეში არანაირი მტკიცებულება არ არსებობდა. ყველაზე ცუდი, რაც დღეს ჩვენ მოვისმინეთ, არის ის, რომ სრულად დააკმაყოფილა და გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია. ძალიან საინტერესოა როგორ შეიძლება დაასაბუთოს მოსამართლემ, რადგან ყველა ვისმენდით თუ რა ჩვენები მისცეს სასამართლოს ე.წ. ოქროს მოწმეებმა , ვგულისხმობ ღუდუშაურის ჩვენებას და ტუკვაძის ჩვენებას. როგორც ტუკვაძემ, ასევე ღუდუშაურმა სასამართლოში დაადასტურეს. ეს ის მოწმეები არიან, რომლებისაც სჯერათ, როგორც სასამართლოს, ასევე პროკურატურას, რომლებმაც თქვეს, რომ ხაინდრავა არაფერ შუაში არ იყო. მათ შორის, ჯუანშერ ბურჭულაძემ საბოლოო სიტყვის დროს განაცხადა,რომ ხაინდრავა არის ერთ-ერთი ყველაზე პატიოსანი ადამიანი და მის როლს საერთოდ ვერ ხედავს, მაგრამ სასამართლომ უკანონო გადაწყვეტილება მიიღო. იმედს ვიტოვებ, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრების შემდგომ შევძლებთ 3 მოსამართლის დარწმუნებას. პროკურატურა საკუთარ თავთან და მოწმეებთან მოდის წინააღმდეგობაში.

აუცილებლად გავასაჩივრებთ. ეს საქმე ხაინდრავას ნაწილში აუცილებლად წავა ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოში“,- განაცხადა ჭკადუამ.

ცნობისთვის, ჯუანშერ ბურჭულაძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე, ჩამოერთვა ქონება – ესპანეთში მდებარე მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული სახლი, ასევე დაბა წყნეთში მდებარე სახლი და ავტოსადგომი და 2 წლის ვადით აეკრძალა თანამდებობის დაკავება. მასთან ერთად დაკავებულ ყოფილ მოადგილეს, გიორგი ხაინდრავას და ბურჭულაძის ცოლის ძმას ვასილ მხეიძეს კი 8-8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა – ვლადიმერ ღუდუშაურს საპროცესო შეთანხმება დაუმტკიცდა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • დარჩება თუ არა “ნაციონალური მოძრაობა” ოპოზიციურ ალიანსში
  • პროტესტი შს წინააღმდეგ – რა ხდება მართვის მოწმობის ასაღებ გამოცდებზე?
  • უკრაინაში ორი წლის წინ დაღუპულ დავით ღოღაძეს საქართველოში 25 აპრილს ჩამოასვენებენ

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge