„1 700 000 ლარი მარტო ბინების გაქირავებით მაქვს აღებული” – თქვა სასამართლო პროცესზე თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ TV ფორმულას ცნობით.
ბურჭულაძეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებიან, რაც 9-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. მოსალოდნელია, რომ მისი განაჩენი დღევანდელ პროცესზე გამოცხადდება.
