ჯუანშერ ბურჭულაძე გამამართლებელ განაჩენს ითხოვს – ამის შესახებ დაკავებული ყოფილი მინისტრის ადვოკატმა, დიმიტრი ხაჩიძემ მედიასთან პროცესის დაწყებამდე განაცხადა.
მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძე ჯარის ძარცვის საქმეზე ბოლო სხდომას წუთი-წუთზე გახსნის. თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე, მისი ყოფილი მოადგილე, გიორგი ხაინდრავა, ბურჭულაძის ცოლის ძმა- ვასილ მხეიძე ვერდიქტის მოლოდინში არიან. სწორედ დღეს უნდა ისარგებლონ ბრალდებულებმა საბოლოო სიტყვებით, რის შემდეგაც მოსამართლე განაჩენს გამოაცხადებს.
“დღეს სავარაუდოდ, პროცესი დამთავრდება, ბოლო პროცესი იქნება. ალბათ გადაწყვეტილებასაც გამოაცხადებს მოსამართლე. კომენტარი იქნება პროცესის დასრულებსი შემდეგ. მოლოდინი ჩვენი, იქიდან გამომდინარე, რომ ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია საკმარისი მტკიცებულებები, ჩვენ გვაქვს გამამართლებელი განაჩენის მოთხოვნა და მოლოდინიც შესაბამისი. მთელი პროცესების განმავლობაში ვიმეორებთ, რომ არ წარმოუდგენია საკმარისი მტკიცებულებები ბრალდებსი მხარეს, ჯუანშერ ბურჭულაძის დამნაშავეობის დამადასტურებელი. საპროცესო შეთანხმება სხვა რამეა, არსებითი განხილვა სხვა რამეა. იქნება აგდაწყვეტილება, კომენტარს მოგცემთ გადაწყვეტილებსი მერე”, – აცხადებს ადვოკატი დიმიტრი ხაჩიძე.
