Thursday, April 23, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

2026 წლის პირველ კვარტალში თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასები გაიზარდა – საქსტატი

April 23, 2026
2026 წლის პირველ კვარტალში თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასები გაიზარდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის პირველ კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი 1.8 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 3.0 პროცენტი შეადგინა. 2020 წლის საშუალოსთან შედარებით ინდექსი 62.3 პროცენტით არის გაზრდილი.

საქსტატის ცნობით, საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსის დაფარვა შემოიფარგლება თბილისით და მოიცავს მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, როგორც მრავალსართულიანი სახლების (ბინების), ისე კერძო სახლების სეგმენტებს.

უწყების ანგარიშით, 2026 წლის პირველ კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით ფასების 2.0 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა, როგორც საცხოვრებელი ბინების სეგმენტში, ისე 1.1 პროცენტიანი მატება კერძო სახლების სეგმენტში.

ამასთან, 2025 წლის პირველ კვარტალთან შედარებით ფასების ზრდა დაფიქსირდა ორივე სეგმენტში – ბინებზე 3.3 პროცენტით, ხოლო კერძო სახლებზე 1.8 პროცენტით.

რაც შეეხება 1მ2 ფასს ბინების სეგმენტში, ყველაზე ძვირი მთაწმინდის რაიონია, სადაც 1მ2 ბინის ღირებულებამ 6 814 ლარი შეადგინა. შემდეგ მოდის ვაკე, სადაც 1მ2 ბინის ფასი 5 958 ლარია. კრწანისი – 4 465ლარი; საბურთალოზე – 4 333 ლარი; ჩუღურეთში – 4 268 ლარი; დიდუბე – 4 085 ლარი; ნაძალადევი – 3 993 ლარი; ისანი – 3 948 ლარი; გლდანი – 3 775 ლარი; სამგორი – 3 651 ლარი.
კერძო სახლების სეგმენტში კი 1მ2 ფასი მთაწმინდაზე 4 835 ლარია. ვაკე – 4 500 ლარი; დიდუბე – 4 242ლარი; საბურთალო – 3 471 ლარი; ჩუღურეთი – 3 249 ლარი; ისანი – 3 172 ლარი; სამგორი – 3 164 ლარი; კრწანისი – 3 164 ლარი; გლდანი – 2 596 ლარი; ნაძალადავი – 2 594 ლარი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ბერი ნიკოლოზი ჯიქიას სასაფლაოზე დაკრძალეს
  • ბათუმში აფეთქების შედეგად ერთი ადამიანია დაშავებული
  • ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის საქმის განხილვა გადაიდო

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge