რა ქონებას ფლობს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილი ზურაბ პატარაძე:
“• 1 მილიონლარიანი სახლი წავკისში
• 280,000-ლარიანი ბინა
• 152,000 ლარი საჩუქრად დედისგან
• 45,200 ლარი შვილების ერთი წლის სწავლის საფასური გადაიხადა
• 60,000 ლარი სახლის რემონტი – ასეთია აჭარის მთავრობის ახალი თავმჯდომარის დეკლარაცია.
2007-2009 წლებში რუსეთში საელჩოს კონსული გახლდათ. სხვადასხვა ქვეყანაში ელჩის პოზიციას იკავებდა. 2016-2018 წლებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეც იყო. 2 შვილი მოსკოვში გააჩინა, 1 – ბაქოში” – აღნიშნულის შესახებ სალომე სიმონია სოციალურ ქსელში წერს.
