Thursday, April 23, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ჯუანშერ ბურჭულაძის და თავდაცვის სამინისტროს სხვა ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეზე განაჩენი დღეს გამოცხადდება

April 23, 2026
ჯუანშერ ბურჭულაძის და თავდაცვის სამინისტროს სხვა ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეზე  განაჩენი დღეს გამოცხადდება

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის, მისი ყოფილი მოადგილის, გიორგი ხაინდრავას, ბურჭულაძის ცოლის ძმის – ვასილ მხეიძისა და თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, ვლადიმერ ღუდუშაურის საქმეზე განაჩენი დღეს გამოცხადდება.

სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 15:00 საათზეა დანიშნული.

დღევანდელ პროცესზე ბრალდებულებმა საბოლოო სიტყვებით უნდა ისარგებლონ, რის შემდეგაც მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძე განაჩენის გამოსატანად სათათბიროდ გავა.

ბრალდებული 4 პირიდან ვლადიმერ ღუდუშაური ერთადერთია, რომელსაც პროკურატურა საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე დათანხმდა. მას პროკურატურა საპროცესო შეთანხმებას შემდეგი პირობით უფორმებს: 4 წელი პირობითი მსჯავრი, 10 000-ლარიანი ჯარიმა და 1 წლით თანამდებობის დაკვების აკრძალვა. აღნიშნულ შეთანხმებას სასამართლო ღუდუშაურს, რომელიც გირაოს სანაცვლოდაა გათავისუფლებული, დღესვე დაუმტკიცებს.

ცნობისთვის, თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 332-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რაც შეეხებათ, ვლადიმერ ღუდუშაურსა და გიორგი ხაინდრავას, მათ დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვას ედავებიან, ვასილ მხეიძეს კი გაფლანგვაში დახმარებას.

მათ ბრალი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის და გაფლანგვაში დახმარების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით აქვთ წარდგენილი, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “დღეს სადაც არიან აღნიშნული ელემენეტები, ეს მათი ბუნებრივი მდგომარეობაა“ – კახა კალაძე “ოპოზიციის ალიანსზე“
  • შავი ზღვის დაბინძურების ფაქტზე პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემი 100 000 ლარით დააჯარიმეს
  • “სანამ ჩვენ გვეძინა, მერე ავდექით, გავემზადეთ და სამსახურში წავედით, დედები კანცელარიის წინ ღამეს ათენებდნენ ღია ცის ქვეშ” – აქტივისტი და ფოტოგრაფი ლევან ზაზაძე

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge