“რადგან ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა, პრემიერმინისტრმა და ა.შ. ასე ისურვა, მე კვლავ გიბრუნდებით” – ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ TV იმედის “ეთერში” განაცხადა.
“მივესალმები მაყურებელს – ჩემი ამდენხნიანი, 6-თვიანი პაუზა, მოგეხსენებათ, რითაც იყო განპირობებული, თუმცა რადგან ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა, პრემიერმინისტრმა და ა.შ. ასე ისურვა, მე კვლავ გიბრუნდებით და შევეცდები, რომ შეიძლება ასეთი ძველი ინტენსივობით ვერა, მაგრამ გარკვეული ინტენსივობით მაყურებლის, ჩვენი საზოგადოების ინტერესი ჩემწილად დავაკმაყოფილო რაც კი ჩემთვის იქნება დამოკიდებული…” – განაცხადა მდინარაძემ. [შიფრი: “მთავარი”]
ცნობისთვის, “ქართულ ოცნებაში” სამთავრობო ცვლილებებია – ირაკლი კობახიძემ გუშინ 21 აპრილს თქვა, რომ გეკა გელაძე შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს ტოვებს და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ხდება.
მამუკა მდინარაძე ვიცე-პრემიერის პოსტს დაიკავებს. ასევე, ის ძალოვან სტრუქტურებთან კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრიც ხდება. [შესაბამისი ცვლილებებს საკანონმდებლო ორგანომ უნდა დაუჭიროს მხარი].
რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს, ამ პოსტზე სულხან თამაზაშვილს ნიშნავენ.
