ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც აღნიშნავს, რომ გიგა ბოკერია არც იყო და ვერც ვერასდროს იქნება ლიბერალიზმის ეტალონი.
“ქართული მედიის საგრძნობი ნაწილის ერთ-ერთი დიდი ნაკლი ისიცაა, რომ არასაპარლამენტო, მარგინალი ოპოზიციის წარმომადგენლებს უთმობს დიდ ყურადღებას. ვინ არის გიგა ბოკერია, რას წარმოადგენს მისი ე.წ. „ევროპული საქართველო“? NDI-სა და IRI-ს რეიტინგებშიც რომ <1%-იანია, უცხადესია, რომ მას პოლიტიკური პულსიც არ ესინჯება. შესაბამისად ამ ყოფილს, ექსს, საზოგადოებაში ათწლეულების განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე ნეგატიურ პერსონაჟს, აზრი არ მოეკითხება. ბოკერია არც იყო და ვერც ვერასდროს იქნება ლიბერალიზმის ეტალონი. ეს ისეთივე ოქსიმორონია როგორც, მაგალითად, ლევან ხაბეიშვილის ანდა ნანული (ნანუკა) ჟორჟოლიანის ერუდიცია.“ – წერს აბაშიზე