დიუეშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვი მშობელის თქმით, აქვს ინფორმაცია, რომ ჯანდაცვის მინისტრი ფარულად მედიკოსებს შეხვდა. ამის შესახებ თაკო გოგოლაძემ სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა.
როგორც მშობელი ამბობს, მიხეილ სარჯველაძემ ექიმებს დაავალა, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მედიკამენტების საფრთხეებზე ისაუბრონ.
“გვაქვს ინფორმაცია, რომ ჯანდაცვის მინისტრმა გამართა გასაიდუმლოებული შეხვედრები სამედიცინო სპეიცლიასტებთან და მოუწოდა მათ, რომ ისაუბრონ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მედიკამენტების საფრთხეებზე. წამალი, რომელსაც ახლა გვთავაზობენ სახელმწიფო პროგრამით სახელად დეფაზაკორტი, რომ მოვიძიოთ და მოძებაც არ უნდა სახლში იმდენი გვაქვს უკუჩვენებები. აღარც სიმაღლეში იზრდებიან, აქვთ მხედველობის პრობლემა, აქვთ ჰორმანული დარღვევების პრობლემა, ღვიძლის პრობლემა, წონის მატება. მოკლედ, ამ მედიკამენტს ვასმევთ და პარალელურად, ყოველ თე ვიკლევთ, რომ რამე არ გაიპაროს გართულება,” – ამბობს თაკო გოგოლაძე.
