Wednesday, April 22, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

თბილისის საქალაქო სასამართლოში გრიგოლ ლილუაშვილის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს

April 22, 2026
თბილისის საქალაქო სასამართლოში გრიგოლ ლილუაშვილის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებულ, სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს.

პროცესზე მხარეები გარკვეული მტკიცებულებების დაშვებულად ცნობასთან დაკავშირებით იმსჯელებენ. ასევე, გადავა თუ არა საქმე არსებითი განხილვის ეტაპზე.

პროცესს ესწრება გრიგოლ ლილუაშვილი.

სასამართლო პროცესი კი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.

როგორც გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატმა სხდომის დაწყებამდე განაცხადა, საქმეზე არ არის საკმარისი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომ გამამტყუნებელი განაჩენი დადგეს, ამიტომ მიიჩნევს, რომ საქმე არსებითი განხილვის ეტაპზე არ უნდა გადავიდეს.

„დღევანდელი პროცესი წინასასამართლო სხდომის გაგრძელებაა, ვინაიდან წინა სხდომაზე სრულად ვერ მოხდა პროცესის დასრულება. დღეს შუამდგომლობების განხილვის ეტაპია და სავარაუდოდ, წინასასამართლო სხდომის ეტაპი დასრულდება და გადაწყდება, საქმე არსებით განსახილველად გადაცემასთან დაკავშირებით.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქმეში საკმარისი მტკიცებულებათა ერთობლიობა არ არის შეკრებილი, რომ გამამტყუნებელი განაჩენი დადგეს, ამიტომ მიგვაჩნია, რომ საქმე არსებითი განხილვის ეტაპზე არ უნდა გადავიდეს.

რაც შეეხება საქმის დახურულ რეჟიმში განხილვას, ბრალდებულის ინტერესიც იყო, რომ საქმე ღია რეჟიმში განხილულიყო”, – განაცხადა რობერტ გრიგალაშვილმა.

ცნობისთვის, პროკურატურაში გამოკითხვაზე მისული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი 2025 წლის 23 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გორში ფრინველთა არალეგალური სასაკლაო გამოავლინა
  • “არცერთი მტკიცებულება არ მიუთითებს, რომ 29 ნოემბერს ჩადენილია ტერორისტული აქტი” – ელისაშვილის ადავოკატი
  • სუს-ის უფროსის როგორც არჩევის, ასევე მისი თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხი პარლამენტში წარდგენას საჭიროებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge