Wednesday, April 22, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ელისაშვილი ასახელებს პოლიციელს, რომელმაც, მისი თქმით, ცემის შემდეგ შუამავლები მიუგზავნა – “სუფრას ვიკისრებო”

April 22, 2026
ელისაშვილი ასახელებს პოლიციელს, რომელმაც, მისი თქმით, ცემის შემდეგ შუამავლები მიუგზავნა – “სუფრას ვიკისრებო”

ალეკო ელისაშვილი პოლიციელ ზაქარია ჩოხელის პასუხისგებაში მიცემას ითხოვს – ოპოზიციონერის თქმით, სწორედ აღნიშნული პოლიციელი მონაწილეობდა მის ცემაში ორი წლის წინ, 2024 წლის 17 აპრილს მთავრობის კანცელარიასთან გამართულ აქციაზე.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე პოლიტიკოსმა დეტალურად გაიხსენა მის მიმართ განხორციელებული ძალადობა, თქვა, რომ ორი წლის წინ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე კორდონში ვაჟა სირაძის უშუალო ბრძანებით შეათრიეს.

რაც შეეხება ელისაშვილის მიერ დასახელებულ ზაქარია ჩოხელს, ოპოზიციონერმა თქვა, რომ აღნიშნულმა პოლიციელმა მას შუამავლებიც კი მიუგზავნა მომხდარის შემდეგ – “ერთ-ერთი მაღალჩინოსანი პოლიციელი მოვიდა და მითხრეს, ბიჭებს რაღაცა შეეშალათო და პურმარილი უნდათ იკისრონო. მე შევუთვალე ის ქათმის ფეხი და გოჭის ფეხი სადაც უნდა წაეღოთ”.

“ნეკნი მომტეხეს. მანქანაში რომ ჩამტენეს ყველაზე შეურაცხმყოფელი ჩემთვის რაც იყო, იყო ის, რომ ჯიბეებში ჩამიძვრნენ – პოლიციელები, სპეცრაზმელები და იმაზე დამიწყეს ცემა, რომ რატო არ გაქვს ჯიბეში საფულე და ტელეფონიო. სირაძე რომ არის პოლიციელი, მაგის მითითებით კორდონში შემათრიეს პოლციიელებმა. რამდენიმე წუთი არაფერი არ მახსოვს, რადგან ძირს ვეგდე, ის მახსოვს, რომ ბათინკები მიახლოვდებოდა.

ტვ პირველმა სხვა რაკურსიდან გადაღებული კადრები გაავრცელა, სადაც კარგად ჩანს სახეზე რამდენიმე პოლიციელი. ახლა მაქვს კითხვა, თავ-პირი დამალეწეს დღისით, მზისით ვიდეო -კამერების წინ. სამთავრობო შენობის წინ არის 4000 კამერა. სახეზე ჩანს პოლიციელი ზაქარია ჩოხელი – ხაშურის პოლიციის უფროსის მოადგილე იყო იმ დროს, როდესაც მე მირტყამდა, იყო კრიმინალური პოლიციიის ერთ-ერთი განყოფილების თანამშრომელი. ფოტოები ვაჩვენე ამ ადამიანის, რომ ეს არის ზაქარია ჩოხელი-თქო. ის რომ ზაქარია ჩოხელია იმით ვარ კიდევ დარწმუნებული, რომ ერთი – ფბ გააუქმა იმ დღესვე, მეორე ის, რომ გამომიგზავნა შუამავლები, ერთ-ერთი მაღალჩინოსანი პოლიციელი და მითხრეს, ბიჭებს რაღაცა შეეშალათო და პურმარილი უნდათ იკისრონო. მე შევუთვალე ის ქათმის ფეხი და გოჭის ფეხი სადაც უნდა წაეღოთ.

ახლა მაქვს კითხვა, ორი წელი გავიდა, ეს რაღაცა ზღაპრები მოუყევით ფარცხალაძეს. რატომ არ არის დაჭერილი პოლიციელი ზაქარია ჩოხელი.

ეს ყველაფერი მადარდებდა, ერთ-ერთი გოგო ინტერვიუში იძახდა – პირში მაფურთხებდნენ პოლიციელებიო და ისე შემეშინდა ჩავიფსიო, ამიტომ ის გავაკეთე, რაც უნდა გამეკეთებინა. არ მეშინია – გინდ ტერორისტი მეძახეთ, რაც გინდათ მეძახეთ”, – განაცხადა ალეკო ელისაშვილი.

2024 წლის 17 აპრილს მთავრობის კანცელარიასთან გამართულ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე ალეკო ელისაშვილი სპეცრაზმელებმა სცემეს. შემდეგ კი ადმინისტრაციული წესით ედავებოდნენ პოლიციის ბრძანების დაუმორჩილებლობას და წვრილმა ხულიგნობას. სასამართლომ ელისაშვილს მაშინ 2000- ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “არცერთი მტკიცებულება არ მიუთითებს, რომ 29 ნოემბერს ჩადენილია ტერორისტული აქტი” – ელისაშვილის ადავოკატი
  • სუს-ის უფროსის როგორც არჩევის, ასევე მისი თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხი პარლამენტში წარდგენას საჭიროებს
  • შს მინისტრის ხუთივე მოადგილეს უფლებამოსილება შეუწყდა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge