Wednesday, April 22, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ალეკო ელისაშვილი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

April 22, 2026
ალეკო ელისაშვილი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ფაქტზე ბრალდებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა.

ბრალდების მხარემ აღკვეთის ღონისძიება პატიმრობის ძალაში დატოვება იშუამდგომლა. დაცვის მხარემ კი აღკვეთის ღონისძიება პატიმრობის საერთოდ გაუქმების ან არ გაუქმების შემთხვევაში, გირაოს გამოყენების შუამდგომლობა დააყენა. საბოლოოდ, მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა.

ამასთან, როგორ სასამართლო პროცესზე ადვოკატმა არჩილ ჩოფიკაშვილმა განაცხადა, დანაშაული, რასაც ალეკო ელისაშვილს ედავებიან, არ მომხდარა. მისი თქმით, ალეკო ელისაშვილი პოლიტიკური დევნის და პირადი შურისძიების მსხვერპლი პოლიტიკოსია.

ამასთან, არჩილ ჩოფიკაშვილის თქმით, გასათვალისწინებელია ის მოცემულობა, რომ ალეკო ელისაშვილი არის „ცნობილი ისტორიკოსი, ჟურნალისტი, „თბილისის ჰამქარის” დამფუძნებელი, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე, პარლამენტის ყოფილი წევრი, რუსეთ-უკრაინის ომის უკრაინის მხარეს მებრძოლი, მამა და ერთი ქართველი კარგი კაცი“.

„ბრალდების მხარე საზოგადოებას სთავაზობს, რომ თურმე ადამიანი, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოება ებარა გარკვეული დოზით, თურმე ტერორისტი ყოფილა, რაც თავიდანვე არალოგიკურია დასკვნებთან. მას ედავებიან, რომ 29 ნოემბერს შევიდა სამართლის შენობაში, ვერ გააჩინა ხანძარი და რომ გაეჩინა, გადაწვავდა მოქალაქეთა მომსახურების დარბაზს, ასევე გადაწვავდა იმ შენობას, სადაც ვიმყოფებით, დააშინებდა მოსახლეობას. ალეკო ელისაშვილი დღემდე არის ყველაზე მაღალი რისკის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, როცა ამის არანაირი აუცილებლობა არ არის. აბსოლუტურად განსხვავებულ მოპყრობას აქვს მის მიმართ იმ მოტივით, რომ მოწმეებზე არ მოახდინოს ზემოქმედება. მოწმეები არიან პატრულის და მანდატურის თანამშრომლები.

პარლამენტის თავმჯდომარემ ბრალდებული წარმოაჩინა ისე, რომ გეგონება მსოფლიოში პირველი ტერორისტია, ბრიფინგები მიუძღვნეს, რის შემდეგაც მას ტერორიზმის ბრალდება წარუდგინეს. ალეკო ელისაშვილი ოპოზიციური საქმიანობის განო არის ამ ყველაფრის მსხვერპლი.

მე ვერ წარმომიდგენია ის ფაქტი, რომ გენერალურ პროკურატურაში და შსს-ში არ იყო იურისტი, რომელიც ვერ მიხვდა, რომ ეს არ იყო ტერორიზმი, თუ ტერორიზმის მცდელობა და ამ დროს, პარლამენტის თავმჯდომარემ არ უნდა უკარნახოს და უდირიჟოროს შსს-ს და პროკურატურას, თუ რა გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული. საზოგადოება და სასამართლო დაინახავს, რომ მას არ აკმარეს ერთი საქმე და მეორე საქმეზე წარუდგინეს ბრალი.

შეუსაბამობებით არის ეს სისხლის სამართლის საქმე სავსე. რეალურად დამდგარი შედეგი არის ჩამტვრეული შუშა, რომელსაც პროკურატურა ტერაქტად წარმოაჩენს და ბრალდებულს საშიშ დამნაშავედ. მის ქმედებას არ შეიძლება გამოეწვია მოსახლეობის დაშინება, სასამართლო ხელისუფლების დაშინება, რაც გამორიცხავს ტერორისტულ აქტს. ჩემი პატივისცემის მიუხედავად, ვერ წარმომიდგენია, რომ რომელიმე მანდატურის თანამშრომელი დამიზნებულ იარაღს მიუშვერდა შუბლს და საკუთარ სიცოცხლეს შესწირავდა სასამართლოს შენობას. ალეკო ელისაშვილის დემონიზაცია აღრმავებს მოცემულობას, რომ ის არის პოლიტიკური დევნის და პირადი შურისძიების მსხვერპლი პოლიტიკოსი“,- განაცხადა არჩილ ჩოფიკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ალექსანდრე ელისაშვილს უკვე წარდგენილი აქვს ბრალდება, 2025 წლის 29 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით და იგი პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • მიხეილ სააკაშვილი განცხადებას ავრცელებს
  • სახელმწიფო უწყებებში ქრთამის აღების ფაქტები 150%-ით გაიზარდა
  • “მამუკა ძალიან აკლდა ქართულ პოლიტიკას და მიხარია მისი დაბრუნება!” – თემურ თათარაშვილი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge