Wednesday, April 22, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული კახაბერ კვაჭანტირაძის, სიმონ მახარაძისა და კიდევ 11 პირის სასამართლო პროცესი დაცვის მხარის მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპზე გადავიდა

April 22, 2026
თბილისის საქალაქო სასამართლოში, 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის, ლაშა ბერიძის, ირაკლი შაიშმელაშვილის და კიდევ ხუთი პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული კახაბერ კვაჭანტირაძის, სიმონ მახარაძისა და კიდევ 11 პირის სასამართლო პროცესი დაცვის მხარის მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპზე გადავიდა.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე, დასრულდა ბრალდების მხარის მტკიცებულებათა გამოკვლევა, რის შემდეგაც პროცესზე მტკიცებულებები მხოლოდ ერთმა ადვოკატმა გამოიკვლია.

როგორც სხდომის დასრულების შემდეგ პროკურორმა როინ ხინთიბიძემ განაცხადა, შემდეგ სასამართლო სხდომაზე, დაცვის მხარის მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შემდეგ სასამართლოს დასკვნითი სიტყვით მიმართავს. მისივე თქმით, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დაკავებული პირების ბრალეულობა დასტურდება და მოლოდინი აქვს, რომ მოსამართლე ბრალდებულების მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს.

„ჩვენ დავასრულეთ მტკიცებულებათა გამოკვლევა, შემდეგ პროცესზე ბრალდების მხარე დასკვნით სიტყვას წარმოადგენს, შევაფასებთ წარმოდგენილ მტკიცებულებებს და დარწმუნებულები ვართ, რომ სასამართლო ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს და ეს გამამტყუნებელი განაჩენი იქნება.

ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის დაკავებულებმა, იძალადეს პოლიციის თანამშრომლებზე, ზოგიერთმა მათგანმა სცადა პრეზიდენტის სასახლეში შეჭმა, ზოგიერთმა ცეცხლი წაუკიდა იქვე არსებულ ნივთებს და გაანადგურა. ეს ყველაფერი დადასტურდა ჩვენს მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით.

რაც შეეხება დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს, მხოლოდ ერთმა ადვოკატმა წარმოადგინა ვიდეო მტკიცებულებები, რომელიც იყო სატელევიზიო ჩანაწერი, რომელსაც რაიმე მტკიცებულებითი ძალა არ აქვს”,- განაცხადა როინ ხინთიბიძემ.

ცნობისთვის, კახაბერ კვაჭანტირაძეს, სიმონ მახარაძეს, გია თოლორაიას, ავთანდილ თოფჩიშვილს, მიხეილ თოლორაიას, იური ლომიძეს, გიორგი ტალახაძეს, დავით გიუნაშვილს, საბა კორძაიას, გიორგი კირვალიძეს, კობა ეპიტაშვილს, მანუჩარ მიქელაძეს და ბექა მაჭავარიანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილითაც აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “პრემიერ-მინისტრის დონეზე არანაირი ცვლილება არ იგეგმება” – გია ვოლსკი
  • “მინისტრმა გასაიდუმლოებულ შეხვედრებზე მედიკოსებს მოუწოდა ისაუბრონ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მედიკამენტების საფრთხეებზე” – მშობელი
  • “რუსთაველზე მშვიდობიანად მივედით, არ მეგონა, რომ ვიღაც საფანტს და დათვის ტყვიას მესროდა” – 20 ივნისის საქმეზე დაზარალებული ლუკა პეტრიაშვილი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge