Wednesday, April 22, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

თბილისის საქალაქო სასამართლოში ალეკო ელისაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

April 22, 2026
თბილისის საქალაქო სასამართლოში ალეკო ელისაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ფაქტზე ბრალდებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალეკო ელისაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პროცესს ესწრება თავად ბრალდებულიც, საქმეს მოსამართლე გიორგი გელაშვილი განიხილავს.

პროკურორ ანი ხუბეჯაშვილის თქმით, ბრალდების მხარე წარმოადგენს ყველა მტკიცებულებას, რაც ალეკო ელისაშვილის მიერ ბრალად ჩადენილ ქმედებას დაადასტურებს. ასევე გამოიკვლევენ ექსპერტიზის დასკვნებს, საქმეში არსებულ წერილობით და ნივთიერ მტკიცებულებებს, რომელთა შეფასების შემდეგ მოითხოვენ ელისაშვილის დამნაშავედ ცნობას.

„მისი მოტივაცია იყო სასამართლო ხელისუფლების დესტაბილიზაცია. სასამართლო ნებისმიერ სახელმწიფოში არის სამართლიანობის გარანტი, ასეთი ქმედებები ემსახურება ნებისმიერი პირის დაშინებას”. განაცხადა ანი ხუბეჯაშვილმა.

რაც შეეხება უშუალოდ ბრალდებას, პროკურორის თქმით, ელისაშვილს ედავებიან 2025 წლის 29 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ფაქტს. მისი თქმით, ალეკო ელისაშვილს შენობაში შესვლისას სახე ნიღბით ჰქონდა დაფარული.

მან ჩაქუჩის გამოყენებით ჩაამსხვრია შუშა და აალებადი საშუალებით სცადა ხანძრის გაჩენა. პროკურორის თქმით, ამით ალეკო ელისაშვილმა შექმნა შენობაში და მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი პირების სიცოცხლის საფრთხე. ამასთან, პროკურორის თქმით, ელისაშვილი თავს დაესხა მანდატურის სამსახურს, ხოლო მის განიარაღებას ცდილობდა სამი მანდატური.

შეგახსენებთ, რომ ალექსანდრე ელისაშვილს უკვე წარდგენილი აქვს ბრალდება, 2025 წლის 29 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით და იგი პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • თბილისის საქალაქო სასამართლოში გრიგოლ ლილუაშვილის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს
  • მოსამართლემ გიორგი გახარიასთვის, 20 ივნისის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა, ძალაში დატოვა
  • ელისაშვილი ასახელებს პოლიციელს, რომელმაც, მისი თქმით, ცემის შემდეგ შუამავლები მიუგზავნა – “სუფრას ვიკისრებო”

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge