Wednesday, April 22, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლები მედიკამენტებთან ერთად მულტიდისციპლინური გუნდის შექმნას ითხოვენ

April 22, 2026
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლები მედიკამენტებთან ერთად მულტიდისციპლინური გუნდის შექმნას ითხოვენ

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლები მედიკამენტს და მულტიდისციპლინური გუნდის შექმნას ითხოვენ. როგორც ორგანიზაცია „ერთად ვებრძოლოთ დიუშენის კუნთოვან დისტროფიას“ გამგეობის თავმჯდომარემ, ზაქრო გვიშიანმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მშობლების მოთხოვნა ასევე არის მულტიდისციპლინური გუდის შექმნა.

ისინი აღნიშნული მოთხოვნებით მთავრობის კანცელარიასთან საპროტესტო აქციას განაგრძობენ.

„ჩვენ უწყვეტ რეჟიმში გადავწყვიტეთ აქციების გამართვა. მოთხოვნა არის ერთადერთი, რაც ორგანიზაციის შექმნის დღიდანვე იყო. გვაქვს ყველა ინფორმაცია, რაც მსოფლიო ფარმაცევტულ ბაზარზე ხდება, რა მედიკამენტებიც არის აღიარებული. ჩვენი სურვილია, საზოგადოება შეცდომაში არ შევიდეს და იცოდეს სიმართლე. ამ პროცესს თან ახლავს გარკვეული ბარიერები, რადგან ჩვენს ქვეყანაში უკვე რეგისტრირებული არის ერთ-ერთი მედიკამენტი „ეგზოსქიფინგი“. მას გავლილი აქვს ყველა რეგისტრაცია, უსაფრთხოების წესი და კლინიკური კვლევები. ამის შემდეგ აღიარეს აღნიშნული მედიკამენტი. აღიარებულ მედიკამენტზე საუბარი, რომ შესაძლოა, ის უსაფრთხო არ იყოს, არის დაუშვებელი. ჩვენი მიზანი არის ჩვენი შვილების გადარჩენა. იმ ბავშვების გადარჩენა, ვისაც აღნიშნული დიაგნოზი აქვს. მათ სრული უფლება აქვთ, ისწავლონ, განვითარდნენ, მიიღონ სრული სამედიცინო მომსახურება.

ისეთ დაავადებაზე, როგორიც არის დიუშენის კუნთოვანი დისტროფია, დღეს არაერთი ქვეყანა აღნიშნავს ამ დაავადების პროგრესის შეჩერებას და დამარცხებას. ასევე, უამრავი მედიკამენტია კვლევის დასრულების ფაზაში. ჩვენი მოთხოვნა არის დასაბუთებული, მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც ჩვენი ქვეყანაც უერთდება ბავშვთა უფლებათა კონვენციას, ყველა საკითხი, რაც იქნება გადაწყვეტილი, მითუმეტეს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ბავშვის საუკეთესო ინტერესებით უნდა იყოს გათვალისწინებული. მათ უფლება აქვთ, სრული სამედიცინო მომსახურება და ის მედიკამენტები მიიღონ, რომელიც არის აღიარებული. ჩვენ მედიკამენტებთან ერთად ვითხოვთ მულტიდისციპლინური გუნდის შექმნას. ჩვენს ქვეყანაში აღნიშნული გუნდი არ არის. მინისტრთან გვქონდა შეხვედრა და გავიარეთ აღნიშნული საკითხები. თითქმის ყველა წინაპირობა იყო იმისთვის, რომ მულტიდისციპლინური გუნდი შექმნილიყო, მაგრამ სამწუხაროდ, არ შეიქმნა. ეს გუნდი თავიდან აგვაცილებს იმ პრობლემებს, რაც შეიძლება იყოს შიდა ორგანოების პათოლოგიები და გართულებები. ჩვენ ამ გართულებით გარდაგვეცვალა ამ ბრძოლის პერიოდში 3 ბავშვი. არ ვიცით რა გართულებით შეიძლება ჰქონდეთ ბავშვებს, რომლებსაც აღნიშნული დიაგნოზი აქვთ“,-განაცხადა ზაქრო გვიშიანმა.

მისი განმარტებით, იმაზე საუბარი, რომ ახლა იკვლევს რამდენიმე ქვეყანა ამ მედიკამენტებს და მიწოდება შეჩერდა, არ არის სწორი.

„რასაც ჩვენ ვითხოვთ არის დასაბუთებული. ჩვენ იმ რისკებს ვითვალისწინებთ, რაც მკურნალობასთან დაკავშირებით შეიძლება იყოს, მაგრამ რისკები მინიმუმამდეა შემცირებული. ვსაუბრობთ იმ დაავადებაზე, რომელიც არის ძალიან მძიმე, ვერაგი დაავადება, მაგრამ დღეს ვერ ვუწოდებთ ამ დაავადებას მკვლელს, რადგან უკვე არის მედიკამენტები. მანამდე შეიძლება ვუწოდოთ მკვლელი და ვერაგი დაავადება, სანამ ჩვენს ქვეყანაში აღნიშნული მედიკამენტები ხელმისაწვდომობა უზრუნველყოფილი არ იქნება“,- განაცხადა გვიშიანმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “დიუშენის სინდრომის მედიკამენტი არის არა უბრალოდ წამალი შვილებისთვის, ეს არის წამალი მშობლებისთვის, სიცოცხლის შესაძლებლობა” – ექიმი მარი მალაზონია
  • ალეკო ელისაშვილი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა
  • “2 წელია უფლისწულმა (ცოტნე ივანიშვილმა) ვერ დაინახა აქ რომ ხალხს ჩაგრავენ?” – ალეკო ელისაშვილი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge