ხმაურია ამ წუთებში ზუგდიდში – წერეთლის ქუჩიდან ჯიჭონაიების შვიდ სულიან ოჯახს ასახლებენ. დილიდან ადგილზე მისულ აღსრულების ბიუროს მოსახლეობა დახვდა და ოჯახში შესვლის საშუალებას არ აძლევდა.
ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც. ხალხი ამბობს, რომ ოჯახი ერთადერთი თავშესაფრის გარეშე რჩება.
“კერძო იპოთეკარისგან ავადმყოფის გამო გამოვიტანე სესხი, კი არ მიქეიფია. ის ავადმყოფიც მოკიკვდა. გარეთ, ღია ცის ქვეშ ვრჩები”- აცხადებს მოქალაქე.
