“კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი, ნიკა გვარამია მთავრობაში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებს ეხმაურება, რომლის შედეგადაც სუს-ის ყოფილი უფროსი მამუკა მდინარაძე სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე დაინიშნა.
როგორც გვარამია სოციალურ ქსელში წერს, “კაცი ერთსა და იმავე დღეს გენერლად აკურთხონ და თანამდებობიდან მოხსნან, ჯერ არ გაუგია.“
“მამუკა მდინარაძე „გასაოცარი ბიოგრაფიის“ მქონე პირია“, – წერს გვარამია.
„კაცი ერთსა და იმავე დღეს გენერლად აკურთხონ და თანამდებობიდან მოხსნან, ჯერ არ გამიგია და მთლად, იმავე დღეს არ არსებულ თანამდებობაზე „დანიშნონ”.
ჭეშმარიტად, მხოლოდ მამუკა მდინარაძე შეიძლება ასეთი გასაოცარი ბიოგრაფიის პატრონი იყოს, მანამდე ალეკო ელისაშვილის მიერ ცხვირდაკორექტირებული”, – წერს გვარამია სოციალურ ქსელში.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ კობახიძემ მდინარაძეს სახელმწიფო უსაფრთხოების გენერალ-მაიორის უმაღლესი სპეციალური წოდება მიანიჭა.
