Tuesday, April 21, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ვიდეოში ნანა სანდერი საუბრობს მშვიდობიან აქციაზე და იმაზე, რომ მსხვერპლი არ უნდა იყოს – ეს არის დაცვის მხარის მტკიცებულება, რომ ძალადობის ორგანიზება კი არ სურდა, პირიქით, უნდოდა, აქცია მშვიდობიანად ჩატარებულიყო” – ნანა სანდერის ადვოკატი

April 21, 2026
“ვიდეოში ნანა სანდერი საუბრობს მშვიდობიან აქციაზე და იმაზე, რომ მსხვერპლი არ უნდა იყოს – ეს არის დაცვის მხარის მტკიცებულება, რომ ძალადობის ორგანიზება კი არ სურდა, პირიქით, უნდოდა, აქცია მშვიდობიანად ჩატარებულიყო” – ნანა სანდერის ადვოკატი

ნანა სანდერი [ვიდეოში] საუბრობს მშვიდობიან აქციაზე, იმაზე, რომ არანაირი მსხვერპლი, არანაირი ძალადობა არ უნდა იყოს. ეს არის ჩვენი, დაცვის მხარის მტკიცებულება იმისა, რომ მას ძალადობის ორგანიზება კი არა, პირიქით, უნდოდა, აქცია მშვიდობიანად ჩატარებულიყო, – ამის შესახებ 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული ნანა სანდერის ადვოკატმა, გოგა ბოგვერაძემ განაცხადა.

აღნიშნულით ის იმ ვიდეომტკიცებულებას გამოეხმაურა, რომელიც სასამართლოში გამოიკვლიეს. აღნიშნულ ვიდეოში, რომელიც სანდერს სექტემბრის თვეში აქვს ჩაწერილი, ის ამბობს, რომ „4 ოქტომბრის რევოლუციის ორგანიზატორია“.

„აქციის ორგანიზატორი შეიძლება იყოს ადამიანი, რომელიც მშვიდობიან აქციას აორგანიზებს და იყოს ერთ-ერთი მონაწილე, მაგრამ ნანა სანდერს ბრალი ედება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში. არც ერთ ვიდეოჩანაწერში, არ არის ერთი წინადადებაც კი, სადაც ნანა სანდერი მიუთითებს, რომ აქციის რომელიმე მონაწილემ უნდა განახორციელოს პოლიციის მიმართ ძალადობა და ა.შ. ის საუბრობს მშვიდობიან აქციაზე, იმაზე, რომ არანაირი მსხვერპლი, არანაირი ძალადობა არ იყოს, ეს არის ჩვენი, დაცვის მხარის მტკიცებულება იმისა, რომ მას ძალადობის ორგანიზება კი არა, პირიქით, უნდოდა, აქცია მშვიდობიანად ჩატარებულიყო.

როდესაც ადამიანი თავს გესხმის, შენ უფლება გაქვს, თავი დაიცვა, ეს კანონით მონიჭებული უფლებაა… არც ერთი დანაშაულებრივი ნივთი, რომლითაც შეიძლებოდა პოლიციის თანამშრომელი დაეზიანებინათ, საქმეში ამოღებული არ არის. არც ერთი ვიდეომტკიცებულება ნანა სანდერის ბრალეულობას არ ადასტურებს და არც ერთად აღებული ადასტურებს, რომ სანდერმა რამე ძალადრობრივი ქმედება დააორგანიზა“, – განაცხადა ბოგვერაძემ.

ცნობისთვის, ათონელის სასახლესთან, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ნანა სანდერს ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს და სასჯელის ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მას ბრალდება ასევე წარდგენილი აქვს სსსკ-ის 317-ე მუხლითაც, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დანარჩენ პირებს – ბექა ქელეხსაშვილს, მამუკა ლაბუჩიძეს, გურიელა ქარდავას, ვახტანგ ფიცხელაურს, ალექსანდრე ხაბეიშვილს, აბო ნავერიანს, ანტონ უპერს, ავთანდილ სურმანიძეს, გიორგი მულაძეს და თემურ ქურციკიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილითაც აქვთ წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

მარიამ მეყანწიშვილს ბრალდება სსსკ-ის 226-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას გულისხმობს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, “ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება
  • “მიხეილ სარჯველაძე ანგარიშობს ჩვენი შვილების სიცოცხლით” – მშობლების პასუხი
  • ვინ არიან აგენტები, რომლებიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოავლინა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge