Tuesday, April 21, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

2025 წლის პერიოდში საქართველოს წინააღმდეგ დეზინფორმაციული და პროპაგანდისტული კამპანიის წარმოების მზარდი ტენდენცია ნარჩუნდებოდა – სუს-ის ანგარიში

April 21, 2026
2025 წლის პერიოდში საქართველოს წინააღმდეგ დეზინფორმაციული და პროპაგანდისტული კამპანიის წარმოების მზარდი ტენდენცია ნარჩუნდებოდა – სუს-ის ანგარიში

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, 2025 წლის პერიოდში საქართველოს წინააღმდეგ დეზინფორმაციული და პროპაგანდისტული კამპანიის წარმოების მზარდი ტენდენცია ნარჩუნდებოდა.

სუს-ი პარლამენტში წარდგენილ ანგარიშში წერს, რომ უცხო ქვეყნის სპეციალურ სამსახურებთან ერთად, მასში აქტიურად იყვნენ ჩართული საქართველოში მოქმედი ცალკეული ჯგუფები, სხვადასხვა ქვეყნის, საერთაშორისო თუ რეგიონული ინსტიტუტებისა და მედიის წარმომადგენლები.

“დეზინფორმაციული და პროპაგანდისტული კამპანიის ერთ-ერთ ძირითად სამიზნე აუდიტორიას წარმოადგენდა საქართველოს მოქალაქეების ახალგაზრდული სეგმენტი, ასევე ეთნიკური და რელიგიური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობა.

საანგარიშო პერიოდში, ცალკეულ შემთხვევებში, როგორც ქვეყნის შიგნიდან, ისე მის ფარგლებს გარედან მომდინარე პროპაგანდისტული ნარატივების უკან, ერთი შეხედვით, პოლიტიკური მდგენელი იკვეთებოდა, თუმცა მეორე მხრივ, მსგავსი საინფორმაციო კამპანიები ხელს უწყობდა ქვეყანაში საზოგადოების პოლარიზაციას და საქართველოს, როგორც დემოკრატიული და დასავლური ფასეულობების მატარებელი ქვეყნის იმიჯის დისკრედიტაციას, საზოგადოების უნდობლობისა და უკმაყოფილების ზრდას სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ, ახალისებდა საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და სახელმწიფო ხელისუფლების არაკონსტიტუციური გზით შეცვლის მცდელობებს, იწვევდა საქართველოს სტრატეგიულ მოკავშირეებთან პარტნიორული ურთიერთობების დაზიანებას.

აქვე საყურადღებოა, რომ ბოლო წლების ტენდენციებმა ნათლად წარმოაჩინა, რომ დასავლური ქვეყნებიდან და ინსტიტუტებიდან მომდინარე დეზინფორმაციულმა და ორმაგი სტანდარტების შემცველმა საინფორმაციო კამპანიამ ხელი შეუწყო როგორც საქართველოში მოქმედ ცალკეულ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ჯგუფებს, ისე უცხო ქვეყნების სპეციალურ სამსახურებს, ეწარმოებინათ ეფექტიანი ანტიდასავლური პროპაგანდა, საზოგადოების გარკვეულ ნაწილში გაეჩინათ ნიჰილიზმი დასავლური ინსტიტუტების მიმართ”, – წერს სუს-ი პარლამენტში წარდგენილ ყოველწლიურ ანგარიშში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • დაკავებულია პირი, რომელიც ქრთამის სანაცვლოდ წვევამდელებს სამხედრო სამსახურისგან თავის არიდებაში ეხმარებოდა
  • მთავრობის ადმინისტრაციაში ირაკლი კობახიძის ბრიფინგი ჩაინიშნა
  • კობახიძემ მდინარაძეს სახელმწიფო უსაფრთხოების გენერალ-მაიორის უმაღლესი სპეციალური წოდება მიანიჭა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge