Tuesday, April 21, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“როგორ ბედავთ ასეთი სამარცხვინო განცხადების გაკეთებას” – დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ერთ-ერთი ბავშვის დედა

April 21, 2026
“როგორ ბედავთ ასეთი სამარცხვინო განცხადების გაკეთებას” – დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ერთ-ერთი ბავშვის დედა

“როგორ ბედავს ესეთ გამოსვლებს” – ასე პასუხობს ჯანდაცვის მინისტრს დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ერთ-ერთი ბავშვის დედა, თაკო გოგალაძე.

მისი თქმით, მიხეილ სარჯველაძემ მხოლოდ ერთ მედიკამენტზე ისაუბრა, როდესაც ისინი 4 სხვადასხვა მედიკამენტზე საუბრობენ.

ამასთან, თაკო გოგალაძე აღნიშნავს, რომ ბრიფინგზე გაჟღერებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც აღნიშნული წამლით ერთ-ერთი ბავშვი დაიღუპა, სხვა ფაქტორებსაც შეიცავდა, მაგალითად აღნიშნული პირი უკვე ზრდასრულ ასაკში იყო და ღვიძლის გართულებული პათოლოგიები ჰქონდა – “ამიტომაც ვიბრძვით, ბავშვმა იქამდე უნდა გაიკეთოს ეს თერაპია, სანამ მოსიარულეა”.

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ერთ-ერთი ბავშვის დედა ამბობს, რომ ისინი არა ბავშვების ეტლში ჩაჯდომის გადასავადებლად, არამედ მათი სიცოცხლის გასახანგრძლივებლად იბრძვიან.

“როგორ ბედავს ესეთ გამოსვლებს და როგორ საუბრობს, ჯერ მხოლოდ ერთ მედიკამენტზე, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ 4 მედიკამენტზე და ის, რაც მათი მხრიდან მოხდა გაჟღერება, რომ დაიღუპა ბავშვი, მინდა ყველამ გაიგოს, რომ ეს მოხდა, უკვე ზრდასრულ ასაკში იყო ეს ბავშვი, უკვე კლინიკაში იწვა და ისედაც ღვიძლის გართულებული პათოლოგიები ჰქონდა და ამიტომაც ვიბრძვით და ვითხოვთ, რომ პატარებში, რომელშიც უკვე აღიარებული აქ ამერიკას და MA-ს გენური თერაპია, რომ ბავშვმა სანამ მოსიარულეა, იქამდე უნდა გაიკეთოს ეს თერაპია, რომ იგივე მდგომარეობაში არ აღმოჩნდეს, ამისთვის ვიბრძვით.

საერთოდ როგორ ბედავენ და ესეთ განცხადებებს როგორ აკეთებენ, რომ თურმე ყველა ეს მედიკამენტი მარტო ეტლში ჩაჯდომას გადაავადებს.

მინდა საზოგადოებამ გაიგოს, ეს გაახანგრძლივებს მათ სიცოცხლეს, გულის, ფილტვის მუშაობას. ჩვენ ეტლზე პრეტენზია არც გვაქვს, ჩვენ სიცოცხლის გახანგრძლივებაზე ვიბრძვით და ბატონი მინისტრი, როდესაც ესეთი განცხადებებით გამოდის, არის ძალიან სამარცხვინო,” – ამბობს თაკო გოგალაძე.

ცნობისთვის, დღეს დილით მიხეილ სარჯველაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვებისთვის წამალს ამ ეტაპზე არ შემოიტანენ.

ბრიფინგზე სარჯველაძე ირწმუნებოდა იმასაც, რომ მედიკამენტები, რომელსაც დედები შვილებისთვის ითხოვენ, ჯანმრთელობისთვის სარისკოა.

ამასთან, სარჯველაძის განცხადებით “დიუშენის განკურნებაზე პრეტენზიის მქონე მედიკამენტი დღეს მსოფლიოში არ არსებობს. არსებობს მხოლოდ წამლები, რომლებსაც აქვს პრეტენზია, დაავადების მიმდინარეობის ისეთ შენელებაზე, რითიც ეტლის საჭიროების ასაკი, შეიძლება, 1-დან 3 წლამდე გადავადდეს”.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • დაკავებულია პირი, რომელიც ქრთამის სანაცვლოდ წვევამდელებს სამხედრო სამსახურისგან თავის არიდებაში ეხმარებოდა
  • მთავრობის ადმინისტრაციაში ირაკლი კობახიძის ბრიფინგი ჩაინიშნა
  • კობახიძემ მდინარაძეს სახელმწიფო უსაფრთხოების გენერალ-მაიორის უმაღლესი სპეციალური წოდება მიანიჭა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge