Tuesday, April 21, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home კრიმინალური ამბები

საგამოძიებო სამსახურმა უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის ექსპორტისა და 9 მილიონამდე ლარის გათეთრების ფაქტი გამოავლინა

April 21, 2026
საგამოძიებო სამსახურმა უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის ექსპორტისა და 9 მილიონამდე ლარის გათეთრების ფაქტი გამოავლინა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საქართველოს პროკურატურასთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების ჯგუფურად დამზადება-გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, ორი პირი დააკავეს. ამავე საქმეზე ბრალდება წარედგინება კიდევ ერთ ფიზიკურ პირს და ოთხ იურიდიულ პირს.

საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, შეიმუშავეს ორგანიზებული დანაშაულებრივი სქემა, რომლის მიზანიც უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის მასალისთვის კანონიერი სახის მიცემა იყო. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, მასალის წარმოშობის წყაროს დაფარვის მიზნით, სხვადასხვა ფიქტიური კომპანიისგან დოკუმენტურად ყიდულობდნენ ხის მასალას და ამ გზით, ხელოვნურად ქმნიდნენ საქონლის ნაშთს. აღნიშნული ყალბი დოკუმენტაციის შემოსავლების სამსახურში წარდგენის შემდეგ, ისინი უკანონოდ მოპოვებული მასალის ექსპორტს ახორციელებდნენ.

დაკავებულებმა, სხვადასხვა კომპანიების სახელით, ექსპორტზე ჯამში 13 073 კუბური მეტრი წიფლის ჯიშის ხის მასალა გაიტანეს, რითაც 8 960 588 ლარის ოდენობის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია მოახდინეს.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე და 210-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ 9-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, მსგავსი დანაშაულის გახშირების გამო, მკაცრად აფრთხილებს სამართალდამრღვევებს, რომ კონტროლი გამკაცრებულია. ნებისმიერი მცდელობა, უკანონო შემოსავლებს მიეცეს კანონიერი სახე, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი, დამნაშავეთა მიმართ კი გატარდება კანონით გათვალისწინებული ზომები.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • 28 აპრილს საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება – ამ სხდომაზე გამორჩეული იქნება სამი საპატრიარქო კანდიდატი
  • მთავრობის სტრუქტურას დაემატება სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე უხელმძღვანელებს
  • სულხან თამაზაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრად დაინიშნა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge