“ჩინეთი ანაკლიის აშენების სანაცვლოდ ორ რამეს ითხოვს… პირველს მთავრობა დათანხმდა, მეორეზე ფიქრობს. წარმოუდგენელია!” – პოლიტიკოსი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ ჩინეთი ანაკლიის პორტის აშენების სანაცვლოდ საქართველოსგან მკაცრ პირობებს ითხოვს.
“სიმართლე გაირკვა! ჩინეთი ანაკლიის აშენების სანაცვლოდ ორ რამეს ითხოვს:
• მრავალი ათეული წლის განმავლობაში არ გაფართოვდეს ფოთის და ბათუმის პორტები
• თუ ტვირთები საკმარისი არ იქნება, ზარალი უნდა აანაზღაუროს საქართველომ.
პირველს მთავრობა დათანხმდა, მეორეზე ფიქრობს. წარმოუდგენელია!” – ამბობს რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში.
