ბათუმში ქვეითს მანქანა დაეჯახა – 70 წლამდე კაცი კლინიკაში მიყვანისთანავე დაიღუპა – ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს და წერს, რომ შემთხვევა ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, დღეს დილით მოხდა.
გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის ექსპლუატაციისა და მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, მძღოლი დაკავებულია.
