ისრაელის საგარეო დაზვერვამ [მოსადი], სამხედრო უწყებამ და უსაფრთხოების სამსახურმა დღეს დაადასტურა, რომ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის აფეთქება იგეგმებოდა.
საუბარია აზერბაიჯანში, მარტის დასაწყისში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე, რა დროსაც აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა კომპლექსური კონტრდაზვერვითი ღონისძიებების შედეგად ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მიერ დაგეგმილი ტერორისტული პროვოკაციები აღკვეთა.
ისრაელის სპეცსამსახურები ადასტურებენ, რომ თავდასხმებს ირანის რევოლუციური გვარდიის კორპუსი გეგმავდა.
ერთობლივ განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ აღიკვეთა თავდასხმები ბაქოში ისრაელის საელჩოზე, სინაგოგასა და ებრაული თემის ლიდერებზე. დაკავებულ ჯგუფის წევრებს კი აღმოაჩნდათ ქვეყანაში ფარულად შეტანილი ასაფეთქებელი დრონები.
