„ბერს არ უნდა ჩაუტარდეს გაკვეთა, არ შეიძლება, ამის გამო მოვითხოვეთ, რომ ექსპერტიზა არ გვინდა… მამა ნიკოლოზი წლების განმავლობაში შიმშილობდა, სკამზე ეძინა, ლოგინზე არ იძინებდა, ეს თავისი მოღვაწეობის ფორმა იყო… 9 აპრილს, ძალიან დაუძლურებული გამოვიდა მრევლთან, შემდეგ მივიდა მალხაზ ჯინორია ექიმთან ერთად და ხალხმა, რომელიც იქ იდგა ფიქრობდა, რომ არ უნდა შეეშვათ მალხაზ ჯინორია და არ შეუშვეს. შემდეგ როგორ იყო მამაოს მდგომარეობა შიგნით ჩვენ არავინ ვიცით… რა თქმა უნდა, უნდა შეეშვათ ექიმი… ეს იყვნენ რამდენიმე ადამიანი, რომელმაც გადაწყვიტა რომ მამა ნიკოლოზთან არ უნდა შეეშვათ ექიმი და მალხაზ ჯინორია” – ამბობს ფორმულასთან ბერი ნიკოლოზის მრევლი.
“ხალხი ვინც იქ იყვნენ, იყვნენ ნაკლებ გულისხმიერები, არ იყვნენ ფაქიზები, არ ესმოდათ სრულად ბერის, უბრალოდ წირავდნენ ადამიანს, ესეთ დღეში მყოფ ადამიანს რომელსაც ყველაფერი გამეტებული ჰქონდა…” – ეუბნება ბერი ნიკოლოზის მრევლი “ფორმულას”.
ამ წუთებში სარიტუალო სახლთან, სადაც ბერი ნიკოლოზ მაქარაშვილია დასვენებული მრევლი იკრიბება.
ბერი ნიკოლოზი საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი 19 აპრილს იპოვეს. ამის შემდეგ ბერის საცხოვრებელ სახლთან მრევლი შეიკრიბა, ისინი სახლში შეშვებას ითხოვდნენ, თუმცა პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა. ამის გამო, დაპირისპირება მომხდა მრევლსა და პოლიციას შორის.
