მას შემდეგ, რაც Renault-მა, რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო, ქვეყანაში ბიზნესსაქმიანობა სრულად შეაჩერა, რუსეთში ქარხანას სახელწოდება და ხელმძღვანელობა შეუცვალეს.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, რუსეთი, Moskvich-ის ფირმის ავტომობილების წარმოებას იწყებს, მთავარი პარტნიორი და ტექნოლოგიურ სიახლეებზე პასუხისმგებელი კი KAMAZ-ი იქნება.