თბილისში, ერთ-ერთ ბინაში, 24 წლის გოგო გარდაცვლილი იპოვეს – გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მარნეულის სოფელ ზემო სარალიდან თბილისში სასწავლებლად იყო ჩამოსული. ინფორმაციას “მთავარი” ავრცელებს
შსს-ში ამბობენ, რომ მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. დეტალები ჯერჯერობით უცნობია. გარდაცვლილის ფოტოს სოციალურ ქსელში Jeikhun Muhamedali ავრცელებს.
