დაპირისპირება ბოლნისის ერთ-ერთ სოფელში – ძალადობისა და ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით დაკავებულია 20 წლის ბიჭი, რომელიც გამოძების ინფორმაციით, 31 წლის პირს ფიზიკურად გაუსწორდა .
ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, ფიზიკურ ანგარისშწორებას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.
დაშავებული მამაკაცი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
“სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ა.კ. ბრალდებულის სახით დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და 126-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.”
