Saturday, April 18, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„ასეთ დროს საჭიროა ექიმის შეფასება…“ – პედიატრი ინგა მამუჩიშვილი მშობლებს აფრთხილებს

April 17, 2026
“ნუ ატეხავთ პანიკას,ნუ შეგიპყრობთ შიში, იმოქმედედ მშვიდად” – პედიატრი საზოგადოებას აფრთხილებს

პედიატრი ინგა მამუჩიშვილი სოციალურ ქსელში საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს და მშობლებს მიმართავს.

„ექიმო, ჩემს ბავშვს სუსტი იმუნიტეტი აქვს… რა ვქნა, რით ვუშველო, დამინიშნეთ რამე იმუნიტეტის გამაძლიერებელი! ბევრმა ამოიცანით საკუთარი თავი ხომ? მოდი განვიხილოთ თანმიმდევრულად.

რა არის იმუნიტეტი და როგორ გავაძლიეროთ ის? ერთ-ერთი ყველაზე ხშირი ფრაზა თქვენგან მოსმენილი!

რა არის იმუნიტეტი?

იმუნიტეტი არ არის „ერთი ორგანო“ და არც „ერთი აბი“. ეს არის ორგანიზმის დაცვის რთული სისტემა, რომელიც ყოველდღიურად ებრძვის ვირუსებს, ბაქტერიებს და სხვა საფრთხეებს და რაც მთავარია – ის სწავლობს! დიახ, ბავშვობის ასაკში იმუნიტეტი „წვრთნაშია“.

ნამდვილად სუსტია იმუნიტეტი თუ ნორმა?

ბავშვი, რომელიც: წელიწადში 6-8-ჯერ ავადდება, დადის ბაღში/სკოლაში, აქვს მსუბუქი ვირუსული ინფექციები,
ეს ხშირად ნიშნავს არა სუსტ იმუნიტეტს, არამედ – მუშა, განვითარებად იმუნიტეტს.

როდის უნდა დავფიქრდეთ?

თუ ბავშვს აქვს ძალიან ხშირი და მძიმე ინფექციები, გახანგრძლივებული ავადობა, ცუდი წონაში მატება,
განმეორებითი ბაქტერიული გართულებები, ანტიბაქტერიული თერაპიის ხშირი საჭიროება! ასეთ დროს საჭიროა ექიმის შეფასება.

როგორ გავაძლიეროთ იმუნიტეტი?

სიმართლე მარტივია – იმუნიტეტი არ ძლიერდება სასწაულებით, ის ძლიერდება ყოველდღიური სწორი ჩვევებით, მის გაძლიერებას ხელს უწყობს: სრულფასოვანი კვება (ცილა, ვიტამინები, მინერალები). ხარისხიანი ძილი ფიზიკური აქტივობა, სუფთა ჰაერი და მზის სხივი, სითხის საკმარისი მიღება, ჰიგიენა (მაგრამ არა სტერილური გარემო!)
ვაქცინაცია – ძლიერი და უსაფრთხო დაცვა.

რისი გაკეთება არ არის სასურველი?

„იმუნიტეტის ასამაღლებელი დანამატების განუკითხავი მიღება, თვითნებურად ვიტამინების მუდმივი გამოყენება,
ანტიბიოტიკოთერაპიის ხშირი გამოყენება, ბავშვის „სტერილურ გარემოში“ გაზრდა, იმუნიტეტს სჭირდება შეხვედრა მიკრობებთან, რომ გაძლიერდეს.

ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ბავშვის ფსიქოემოციური მდგომარეობაც პირდაპირ კავშირშია იმუნიტეტის დაცვასთან. მშვიდი გარემო, მშობლის სიყვარული, უსაფრთხოების შეგრძნება – ესეც „იმუნიტეტის ნაწილია“.

ბავშვი, რომელიც ხშირად ავადობს – ყოველთვის სუსტი არ არის…  ხშირად ის უბრალოდ სწავლობს ბრძოლას. იმუნიტეტი არ არის ის, რასაც ვყიდულობთ აფთიაქში – ეს არის ის, რასაც ვზრდით ყოველდღე. იმუნიტეტი არ იზრდება აბებით -ის იზრდება სიყვარულით, ჰაერით და თავისუფლებით“, – წერს პედიატრი სოციალურ ქსელში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „ენით აღუწერელი ტკივილი დაგვიტოვე…“ – ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია
  • როგორი ამინდი იქნება მომდევნო დღეებში საქართველოში – სინოპტიკოსების გაფრთხილება
  • ლიკა გუნცაძე ანდრო ჭიჭინაძეს მიმართავს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge