2020-2025 წლებში მაკა ასათიანისა და კოტე გოგელიას კომპანიებმა სახელმწიფო ბიუჯეტიდან 9 503 882 ლარი მიიღეს – ინფორმაციას სტუდია მონიტორი ავრცელებს.
მათივე ცნობით, სახელმწიფო პროგრამებიდან „შეღავათიანი აგროკრედიტი“ და „დანერგე მომავალი“ 9.5 მილიონი ლარი კონსტანტინე გოგელიას ოჯახის წევრების საკუთრებაში არსებულმა თხუთმეტმა კომპანიამ მიიღო. სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული კომპანიებიდან 2 მაკა ასათიანს ეკუთვნის, 10 კომპანიებში წილს კი გოგელიას დის შვილი დავით ფოცხვერია ფლობს.
სტუდია მონიტორის ჟურნალისტური გამოძიებით ირკვევა, რომ ბიუჯეტიდან ასევე დაფინანსდა მაკა ასათიანის შვილის, კახი ჟორდანიას სამი კომპანიაც. კახი ჟორდანიას რუსულ კომპანიებში ბიზნესპარტნიორი რუსეთის სამხედრო დაზვერვის (ГРУ) მეთაურის პირველი მოადგილის, სერგეი ალექსეევის, შვილია.
