Friday, April 17, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“კორონავირუსის ახალი ვარიანტი “ციკადა“ 30-ზე მეტ ქვეყანაშია გავრცელებული და ძირითადად ბავშვებში მიმდინარეობს, რაც შეეხება გრიპს, საქართველოში გრიპის ვირუსის გავრცელება ამ ეტაპზე მხოლოდ 3%-ს შეადგენს” – ივანე ჩხაიძე

April 17, 2026
“კორონავირუსის ახალი ვარიანტი “ციკადა“ 30-ზე მეტ ქვეყანაშია გავრცელებული და ძირითადად ბავშვებში მიმდინარეობს, რაც შეეხება  გრიპს, საქართველოში გრიპის ვირუსის გავრცელება ამ ეტაპზე მხოლოდ 3%-ს შეადგენს” – ივანე ჩხაიძე

კორონავირუსის ახალი ვარიანტი „ციკადა“ 30-ზე მეტ ქვეყანაშია გავრცელებული, საქართველოში ჯერ არის დადასტურებული – „ციკადა“ ბავშვებში უფრო მეტად არის გავრცელებული, გაციების სიმპტომატიკას იწვევს და განსაკუთრებული სიმძიმით არ მიმდინარეობს, – ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, პროფესორმა ივანე ჩხაიძემ კორონავირუსის ახალ ვარიანტ „ციკადაზე“ საუბრისას განაცხადა.

როგორც ივანე ჩხაიძემ განაცხადა, მას მძიმე მიმდინარეობა არ ახასიათებს, თუმცა არის მეტად გადამდები.

„ფაქტია, ბოლო თვეებია კორონავირუსის სხვა ვარიანტს შორის „ციკადას“ გავრცელება ერთ-ერთი ყველაზე ხშირია.

„ციკადა“ არის მწერი, რომელსაც შეუძლია მატლის სახით 12-14 წელი იყოს მიწაში და შემდეგ დაიწყოს ცხოვრება. ასეა კორონავირუსიც, წელიწადზე მეტი გაჩერებული იყო, არ ამჟღავნებდა აქტიურობას, მაგრამ ბოლო 3 თვის განმავლობაში შემთხვევებმა მოიმატა და ძალიან ბევრ ქვეყანაში გახდა ერთ-ერთი ყველაზე ხშირი გავრცელების. ის „ომიკრონის“ ქვევარიანტია.

„ციკადა“ 30-ზე მეტ ქვეყანაშია დაფიქსირებული. ვერ გეტყვით, საქართველოში არის თუ არა დადასტურებული მისი არსებობა.

მას მძიმე მიმდინარეობა არ ახასიათებს, თუმცა არის მეტად გადამდები. სიმპტომები კი სტანდარტულია: ტემპერატურა, ყელის ტკივილი, ხველა, ცხვირიდან გამონადენი. აბსოლუტურ უმრავლეს შემთხვევაში მსუბუქი მიმდინარეობით ხასიათდება და მას გამოარჩევს ის, რომ სხვა ასაკთან შედარებით, ბავშვებში უფრო მეტად არის გავრცელებული.

იცით, რომ კორონავირუსის თავდაპირველი ვარიანტი უფრო მეტად მოზრდილებში იყო გავრცელებული. ახლა, არის მოსაზრება, რომ ახალი ვარიანტი ბავშვებში უფრო მეტად არის გავრცელებული. ბავშვებში გაციების სიმპტომატიკა იწვევს და განსაკუთრებული სიმძიმით არ მიმდინარეობს“, – აღნიშნა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

ამასთან, როგორც მან განმარტა, ქვეყანაში გრიპის ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი ძალიან ცოტაა და ის 3%-ს შეადგენს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ირაკლი კობახიძე დღეს თურქეთის პრეზიდენტს შეხვდება
  • მეუფე იაკობმა, ტონგას, კონგოს, პარაგვაის და გაეროში აკრედიტებულ სხვა ელჩებს ბოდბეში უმასპინძლა
  • “თუ რუხაძე ტელეკომპანია „იმედს“ იყენებდა რუსული პროპაგანდისთვის და რუსეთის სასარგებლოდ, რატომ არ შეიძლება გამოეყენებინა „ლიბერთი ბანკი“ ზუსტად იგივე მიზნებისთვის” – ბესიკ დონაძე „მეტრონომთან“

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge