Friday, April 17, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე და კიდევ 9 პირი სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო და პირველი ინსტანციის განაჩენი – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა უცვლელად დატოვა

April 17, 2026
ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე და კიდევ 9 პირი სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო და პირველი ინსტანციის განაჩენი – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა უცვლელად დატოვა

მსჯავრდებულები, მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე და კიდევ 9 პირი თბილისის სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო და პირველი ინსტანციის განაჩენი – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა უცვლელად დატოვა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამრთლოს მოსამართლემ თეა ლეონიძემ თითქმის ერთსაათიანი თათბირის შემდეგ მიიღო.

ლეონიძის განაჩენით, 11 ბრალდებული ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობაში გამართლდა, თუმცა, ისინი პირველი ინსტანციის მოსამართლის, ნინო გალუსტაშვილის განაჩენის მსგავსად,

ჯგუფურ მოქმედებაში ცნო დამნაშავედ. შესაბამისად, მოსამართლე ლეონიძემ არც ბრალდებისა და არც დაცვის მხარის საჩივარი არ დააკმაყოფილა.

პროკურატურა მსჯავრდებულების ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობაში დამნაშავედ ცნობას, დაცვის მხარე კი გამამართლებელი განაჩენის გამოტანას ითხოვდა.

მსჯავრდებულები პენიტენციურ დაწესებულებაში 2-წლიანი სასჯელის მოხდას 8 თვეში დაასრულებენ.

დღევანდელ პროცესზე სამმა მსჯავრდებულმა – ანდრო ჭიჭინაძემ, ონისე ცხადაძემ და ვალერი თეთრაშვილმა საბოლოო სიტყვის უფლებით ისარგებლა.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული 11 პირი – ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, ჯანო არჩაია, რუსლან სივაკოვი, ლუკა ჯაბუა, გურამ მირცხულავა, ვალერი თეთრაშვილი, გიორგი ტერიშვილი, ირაკლი ქერაშვილი, რევაზ კიკნაძე და სერგეი კუხარჩუკი აღნიშნულ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნო, თუმცა, ბრალდებას კვალიფიკაცია შეუცვალა – ისინი ჯგუფურ ქმედებაში მონაწილეობისთვის ცნო დამნაშავედ. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა თითოეულ ბრალდებულს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

დაკავებულ 11 პირს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით ჰქონდათ წარდგენილი, რაც ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ითვალისწინებს. მოსამართლე გალუსტაშვილმა აღნიშნული ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლზე გადააკვალიფიცირა, რაც ჯგუფურ მოქმედებაში აქტიურ მონაწილეობას გულისხმობს, რამაც საზოგადოებრივი წესრიგი დაარღვია.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “სასკოლო ფორმები 30-50%-ით უფრო იაფი იქნება, ვიდრე მშობელს უჯდება შვილის სასკოლო აღჭურვა – ფორმის ღირებულება, ალბათ, 100 ლარამდე იქნება” – განათლების მინისტრის მოადგილე
  • ისრაელ კაცი განცხადებას ავრცელებს
  • ბოლო 10 წლის განმავლობაში ოცნების დელეგატის, ზაალ დუგლაძისა და ივანიშვილის ძმის კომპანიებმა ბიუჯეტიდან პირდაპირი ტენდერების საშუალებით მინიმუმ 19 295 931 ლარი მიიღეს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge