Friday, April 17, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინიციატივით აბიტურიენტებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

April 17, 2026
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინიციატივით აბიტურიენტებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებელი საინფორმაციო კამპანია დაიწყო – ინფორმაციას ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, საინფორმაციო შეხვედრა მიზნად ისახავს აბიტურიენტების, მაგისტრანტობის კანდიდატებისა და სხვა დაინტერესებული პირებისთვის ამომწურავი და სანდო ინფორმაციის მიწოდებას გამოცდებთან დაკავშირებული პროცესების სწორად დაგეგმვისა და ეფექტიანი მართვის მიზნით.

„პირველი საინფორმაციო შეხვედრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა, რომელსაც 500-მდე აბიტურიენტი და მაგისტრანტობის კანდიდატი ესწრებოდა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა თამარ მემანიშვილმა შეხვედრის მონაწილეებს უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებული ძირითადი სიახლეები და ცვლილებები გააცნო, მათ შორის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების არჩევის შესაძლებლობა და სახელმწიფო დაფინანსების მოდელი.

საუბარი შეეხო გამოცდებზე რეგისტრაციის პროცესის მნიშვნელობასა და ვადების დაცვის აუცილებლობას, ასევე სასურველი საგანმანათლებლო პროგრამების არჩევასთან დაკავშირებულ საკითხებს. აღინიშნა, რომ სწორი და ინფორმირებული არჩევანი მნიშვნელოვნად განსაზღვრავს აბიტურიენტთა სამომავლო საგანმანათლებლო და პროფესიულ გზას.

შეხვედრის ფარგლებში შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ ეკატერინე მაჩიტიძემ დეტალურად მიმოიხილა საგანმანათლებლო პროგრამების არჩევის წესი, პრიორიტეტების განსაზღვრისა და კონკურსის პრინციპი, ასევე უნივერსიტეტებში ჩარიცხვის პროცესი.

ღონისძიება ინტერაქციულ ფორმატში მიმდინარეობდა და კითხვა-პასუხის სესიას მოიცავდა, რომლის ფარგლებშიც აბიტურიენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მიეღოთ სრულყოფილი პასუხები მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე.  შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით საინფორმაციო შეხვედრები ეტაპობრივად საქართველოს სხვადასხვა ქალაქში გაიმართება, რომელიც ხელს შეუწყობს რეგიონში მცხოვრები აბიტურიენტების ინფორმირებულობის ზრდას.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ, ასევე, გამოცდების ადმინისტრირების და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტების წარმომადგენლები.

2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის რეგისტრაცია 6 აპრილს, 10:00 საათზე დაიწყო და 11 მაისს, 18:00 საათზე დასრულდება. მნიშვნელოვანია, რომ აბიტურიენტებმა 6 მაისის 18:00 საათამდე გადაიხადონ ჩასაბარებელი საგნების (არანაკლებ ერთი საგნის) საფასური, რათა რეგისტრაციის პროცესი სრულად და დროულად დაასრულონ.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებს მოუწოდებს, სრულყოფილად გაეცნონ გამოცდებთან დაკავშირებული თითოეული ეტაპის შესახებ არსებულ ინფორმაციას“, – ნათქვამია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის გავრცელებულ ინფორმაციაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “რუბიოს ზარი კარგი რომ ყოფილიყო, ეს „იმედზე“, „ბასტი-ბუბუზეც“ კი იქნებოდა, თავს მოგვაჭამდნენ” – ლევან ხაბეიშვილი
  • “ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში ბიზნესმენმა ძმებმა ჩხაიძეებმა სახელმწიფო ბიუჯეტიდან სულ მცირე 34 146 700 მილიონი ლარი მიიღეს, “ქართულ ოცნებას” კი 600 000 ლარი შესწირეს
  • “წვიმა და ელჭექი…“ – როდიდან უარესდება ამინდი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge