Friday, April 17, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ბსუ-ის ასოცირებულმა პროფესორმა სტუდენტების პერსონალური მონაცემები მოიპოვა და კოლეგებს ნეგატიური შეფასებები დაუწერა” – აჭარა თაიმსი

April 17, 2026
“ბსუ-ის ასოცირებულმა პროფესორმა სტუდენტების პერსონალური მონაცემები მოიპოვა და კოლეგებს ნეგატიური შეფასებები დაუწერა” – აჭარა თაიმსი
ბსუ-ის ასოცირებულმა პროფესორმა სტუდენტების პერსონალური მონაცემები მოიპოვა და კოლეგებს ნეგატიური შეფასებები დაუწერა – ინფორმაციას ადგილობრივი მედია აჭარა თაიმსი ავრცელებს და წერს, რომ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ირაკლი მანველიძემ სტუდენტების სახელით დაბალი შეფასება ხუთ კოლეგას დაუწერა. გამოცემას ფაქტს უდასტურებს, ხუთი ლექტორიდან ერთ-ერთი. მისი თქმით, დანაშაულში მხილებულმა პირმა ბოდიში მოიხადა, ხოლო საქმეზე გამოძიებას პროკურატურა 2024 წლიდან აწარმოებს. ამასთან, უმაღლესი სასწავლებლის წარმომადგენელი აცხადებს, რომ მანველიძემ დანაშაულის მოტივი პირად საუბარშიც არ განმარტა.
 “ხუთ ლექტორს გაგვიკეთა ნეგატიური შეფასება. ყველასთვის ცნობილია, ვინც გააკეთა – დაადგინა უნივერსიტეტმა. პროგრამის ხელმძღვანელია და სტუდენტების პერსონალურ მონაცემებთან ხელი მიუწვდებოდა. სანამ ოფიციალურად დადგინდებოდა, შეგხვდა და ბოდიშიც მოგვიხადა. რატომ გააკეთა, არ აუხსნია. ეს სტუდენტის შეფასებად არ ჩაითვალა, ეს უკვე კრიმინალური შემთხვევაა და პროკურატურა გამოძიებას აწარმოებს. წინა რექტორი ამ ამბის ჩაფარცხვას ცდილობდა, ახლანდელი კი დაინტერესებულია გამოძიების შედეგებით” – თქვა ერთ-ერთმა ლექტორმა
 გამოცემის ინფორმაციით, ირაკლი მანველიძის მხილება თავად უნივერსიტეტმა მოახერხა. სასწავლებლის IT სამსახურმა, მას შემდეგ რაც საეჭვო ქმედებები დაფიქსირდა, დაკვირვება დაიწყო და მალევე აღმოაჩინა ნეგატიური შეფასებების ავტორი. მიუხედავად მძიმე ბრალდებებისა, ირაკლი მანველიძე დღემდე აგრძელებს მუშაობას უნივერსიტეტში.
 „მიმართეთ უნივერსიტეტის პრესსამსახურს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით” – უპასუხა აჭარა თაიმსს ირაკლი მანველიძემ
„რატომ არღვევთ უდანაშაულობის პრეზუმფციას? პროკურატურა რომ აწარმოებს გამოძიებას, უნდა დაელოდოთ. მე ან ირაკლიმ ახლა რაზე უნდა გელაპარაკოთ? აქ კოლმეურნეობის ბაზარი ხომ არაა, რომ ყველაფერი ვილაპარაკოთ? კი არ გეჩხუბებით – ხმაურია აქ და ხმამაღლა გელაპარაკებით. გეუბნები, დაამთავრე; ამხელა კაცი ვარ, გეუბნებით და ვერ ხვდები? თქვენ არასწორად იქცევით, გიჩივლებთ. აღარ დარეკოთ ირაკლი მანველიძესთან, გაფრთხილებთ. კი არ გეჩხუბებით, ხმამაღლა გელაპარაკებით, რადგან არ გესმით. კარგად ბრძანდებოდეთ” | განაცხადა მანველიძის ადვოკატმა, კობა ჯაბუამ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “კორონავირუსის ახალი ვარიანტი “ციკადა“ 30-ზე მეტ ქვეყანაშია გავრცელებული და ძირითადად ბავშვებში მიმდინარეობს, რაც შეეხება გრიპს, საქართველოში გრიპის ვირუსის გავრცელება ამ ეტაპზე მხოლოდ 3%-ს შეადგენს” – ივანე ჩხაიძე
  • 4 აპრილიდან დღემდე ზოგიერთ ბენზინგასამართ სადურზე დიზელი 14 თეთრით გაძვირდა
  • სასამართლოში ჯუანშერ ბურჭულაძის, გიორგი ხაინდრავას,ვლადიმერ ღუდუშაურისა და ვასილ მხეიძის პროცესი მიმდინარეობს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge