უკრაინელმა დეპუტატმა ლიზა იასკომ სოციალურ ქსელში ახალი პოსტი გამოაქვეყნა და საზოგადოებას ინფოგრაფიკა წარუდგინა, რომელიც მისი თქმით “უკრაინელი ხალხის პორტრეტია”.
“უკრაინელების პორტრეტი ამ ინფოგრაფიკაშია.
დღეს უკრაინელების უმეტესობა ადამიანის უფლებებს შორის ირჩევს სიცოცხლის დაცვის უფლებას, ყოველი მესამე კი – სიტყვის თავისუფლების უფლებას და პირადი იმუნიტეტის უფლებას.
უკრაინელების თითქმის მესამედი ასევე მუშაობისა და სოციალური დაცვის უფლებას ირჩევს.
ჩვენ ყოველთვის ნებისმოყვარე ხალხი ვიყავით და ყოველთვის არ გვეშინოდა ჩვენი სიცოცხლის, ჩვენი მიწების დაცვის. ჩვენ ვიცით რა არის როდესაც თავისუფლად საუბრის უფლება გაქვს, არ იცავ ცენზურას, გაქვს საკუთარი აზრი, პოზიცია. შესაბამისად, მზად ვარ დავიცვა ეს უფლებები.
ჩვენი ვაჟკაცობა დღევანდელ ომში არის ჩვენი მისწრაფებებისა და ღირებულებების კიდევ ერთი დასტური.
გამოკითხვის მონაცემები წარადგინა სოციოლოგთა ჯგუფმა “რეიტინგმა”.